თორმეტი ოლიმპოელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თორმეტი ოლიმპოელი ღმერთი.

თორმეტი ოლიმპოელი ასევე ცნობილი სახელით დოდეკათეონი (ბერძნ.: Δωδεκάθεον < δωδεκα, დოდეკა, "თორმეტი" + θεον, თეონი, "ღმერთი") - ძველ საბერძნეთში ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთები, რომლებიც ოლიმპოს მთაზე ბინადრობდნენ:

ზევსი, ჰერა, ჰერმესი, ჰეფესტოსი, აფროდიტე, ათენა, აპოლონი, არტემიდა, დემეტრა და ჰესტია.

ჰერაკლე, ჰადესი, დიონისე, პერსეფონე და ჰებე სხვა მნიშვნელოვანი ღმერთები და ქალღმერთებია, ხოლო ჰერაკლე კი გმირი. პერსეფონემ წელიწადის სამ თვეს მიწისქვეშეთის საუფლოში ატარებდა (რის გამოც ზამთარში ბუნება იძარცვებოდა), ხოლო დანარჩენ ცხრა თვის ოლიმპოს მთაზე გატარების უფლება ჰქონდა. ამ დროს, ის დედამის - დემეტრას გვერდით იყო, რომელიც შვილის არყოფნის დროს გლოვობდა და და ოლიმპოელებისგან განცალკევებით ცხოვრობდა. მართალია, ჰადესი ერთ-ერთი მთავარი ღვთაება იყო ბერძნულ პანთეონში, მაგრამ ვინაიდან ის მიწისქვეშეთს განაგებდა, ოლიმპოელებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

თორმეტმა ოლიმპიელმა მას შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, რაც ზევსმა თავის და-ძმასთან ერთად, ტიტანები ბრძოლაში დაამარცხა; ზევსი, ჰერა, პოსეიდონი, დემეტრა, ჰადესი და ჰესტია და-ძმა იყვნენ. დოდეკათეონის დანარჩენი წევრები ზევსის შვილებად ითვლებიან, რომელთაც სხვადასხვა დედა ჰყავდათ. ამ მხრივ, გამონაკლისია ათენა, რომელიც სხვადასხვა ვერსიის თანახმად, მხოლოდ ზევსისგან იშვა და აფროდიტე, რომელიც კრონოსის მოჭრილი ფალოსისგან იშვა, რომელიც ტიტანებთან შერკინების დროს, ზევსმა ზღვაში გადააგდო. ამას გარდა, ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ჰეფესტოსი ჰერას შვილია - ჰერამ შური იძია ზევსზე, რადგან მან თავისით დაბადა ათენა.

პირველი თაობა (კრონიდები)
მეორე თაობა
  • ჰერმესი, ზეციური შიკრიკი; მძარცველების და მატყუარების ღმერთი.
  • ჰეფესტოსი. მჭედლოების ღმერთი.
  • არესი, ომის ღმერთი.
  • აფროდიტე სიყვარულის ქალღმერთი.
  • ათენა. მებრძოლთა, წარმოების და გონიერების ქალღმერთი.
  • აპოლონი, წინასწარმეტყველების და მუსიკის ღმერთი. მუზების წინამძღოლი.
  • არტემიდა, ნადირობის და ბუნების ქალღმერთი.
  • პერსეფონე. გაზაფხულის და სიკვდილის ქალღმერთი.
  • დიონისე, ლხინისა და ვაზის ღმერთი.
  • ჰებე. ოლიმპოს მერიქიფე; სიყმაწვილის ქალღმერთი.
ოლიმპოელთა ახლობლები

შენიშვნა:

  • თანამედროვეობაში, აპოლონი ხშირად გაიგივებულია მზესთან, თუმცა ძველბერძნულ პოეზიაში მზის ღმერთად თითქმის ყოველთვის ჰელიოსია დასახელებული.
  • თანამედროვეობაში, არტემიდა ხშირად გაიგივებულია მთვარესთან, თუმცა ბერძნულ ლიტერატურაში სელენე თითქმის ყოველთვის მთვარის ქალღმერთად მოიხსენიერბა.


ფოტო გალერეა[რედაქტირება]


თორმეტი ოლიმპოელი
ათენა | აპოლონი | არტემიდა | აფროდიტე | არესი | დემეტრა | ზევსი |
პოსეიდონი | ჰერა | ჰერმესი | ჰესტია | ჰეფესტოსი

მოგვიანებით მიაკუთვნეს: დიონისე |ჰებე | ჰერაკლე