შინაარსზე გადასვლა

არტემიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტემიდა


მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
სხვა კულტურებში: დიანა, Anahit, Artio, Moon და Awilix
სქესი: მდედრობითი[1]
მამა: ზევსი[2]
დედა: Leto[2]
და-ძმა: აპოლონი[2]
გამოსახულებები
„ვერსალის არტემისი“, ძველბერძნული ქანდაკების რომაული ასლი, ლუვრი.

არტემიდა[3] (ძვ. ბერძნ. Ἄρτεμιδος) ასევე არტემისი (ძვ. ბერძნ. Ἄρτεμις) — ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი. თავდაპირველად ცხოველთა მფარველად და მეუფედ ითვლებოდა. მას გამოსახავდნენ ფურირმის ან ძუ დათვის სახით, რომლებიც შემდეგ არტემიდას საკულტო ცხოველებად იქცნენ. უძველეს ხანაში არტემიდა მცენარეებისა და ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო, ამასთანავე ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილ ბავშვთა მფარველი, ოლიმპიური (ერთიანი ბერძნ.) რელიგიის ჩამოყალიბების ხანაში არტემიდა ნადირობის ქალღმერთი, უფრო გვიან მთვარის ღვთაებაც და სელენესთან იქნა გაიგივებული. არტემიდას კულტი იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროსა და რომში, სადაც მას შეესაბამება მთვარის ადგილობრივი ღვთაება დიანა. არტემიდას სახელზე აგებულ ტაძართაგან განსაკუთრებით ცნობილი იყო ეფესოს ტაძარი, რომელსაც „სამყაროს შვიდ საოცრებას“ მიაკუთვნებდნენ. ანტიკურ ხელოვნებაში არტემიდა მოკლეკვართიანი, ზურგზე კაპარჭმოგდებული მონადირე ქალის სახითაა გამოსახული.

მის პატივსაცემად:

  • ასტეროიდი (105) არტემიდა;
  • მთვარის ერთ-ერთ კრატერს დააქვეს არტემიდა;
  • არტემიდის ხრამი (Artemis Chasma);
  • არტემიდის კორონა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Národní autority České republiky
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Любкер Ф. Ἄρτεμις // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 163–164.
  3. გიგინეიშვილი კონა., „ძველი და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბ., 1985, გვ. 35