ჯეიმზ კალაჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ კალაჰანი
ჯეიმზ კალაჰანი
კარდიფის ლორდი კალაჰანი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აპრილი 1976 – 4 მაისი 1979
წინამორბედი ჰაროლდ უილსონი
მემკვიდრე მარგარეტ ტეტჩერი

ოპოზიციის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მაისი 1979 – 10 ნოემბერი 1980
პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი
წინამორბედი მარგარეტ ტეტჩერი
მემკვიდრე მიშელ ფუტი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აპრილი 1976 – 10 ნოემბერი 1980
წინამორბედი ჰაროლდ უილსონი
მემკვიდრე მიშელ ფუტი

სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა ურთიერთობებსა და თანამეგობრობის საკითხებში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 მარტი 1974 – 5 აპრილი 1976
პრემიერ-მინისტრი ჰაროლდ უილსონი
წინამორბედი ალეკ დუგლას-ჰოუმი
მემკვიდრე ენტონი ქროსლენდი

პარლამენტის წევრი
სამხრეთ კარდიფისა და პენარტის ოლქიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივლისი 1945 – 11 ივნისი 1987
წინამორბედი არტურ ივანსი
მემკვიდრე ელან მიშელი

დაბადებული 27 მარტი, 1912
პორტსმუთი, ინგლისი, გაერთიანებულისამეფო
გარდაცვლილი 26 მარტი, 2005 (92 წლის)
რინგმერი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
პოლიტიკური პარტია ლეიბორისტული პარტია (გაერთიანებული სამეფო)
მეუღლე აუდრიე მელტონი (დ.1938, გ. 2005)
შვილები 3

ლეონარდ ჯეიმზჯიმ“ კალაჰანი, კარდიფის ბარონი კალაჰანი, გაერთიანებული სამეფოს მრჩეველთა საბჭოს წევრი (დ. 27 მარტი, 1912 – გ. 26 მარტი, 2005) — ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც იკავებდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 1976-1979 წლებში და იყო ლიდერი ლეიბორისტული პარტიისა 1976-დან 1980 წლამდე. კალაჰანი არის ერთადერთი პოლიტიკოსი ისტორიის განმავლობაში, რომელიც პრემიერ-მინისტრობამდე იკავებდა ოთხივე დიდი თანამდებობას: ხაზინის კანცლერი (ფინანსთა მინისტრი) იყო 1964-1967 წლებში, შინაგან საქმეთა მდივანი - 1967-1970 წლებში, ხოლო საგარეო სამქეთა მდივანი - 1974 წლიდან 1976 წლამდე. როგორც პრემიერ მინისტრს ჰქონდა წარმატებები, მაგრამ ძირითადად დამახსოვრებულია 1978-1979 წლების „ზამთრის უკმაყოფილების“ გამო. ეს იყო ძალიან ცივი ზამთრის პირობებში, მისი ბრძოლა პროფკავშირებთან, რომელმაც გამოიწვია მასიური გაფიცვები, რამაც ძირითადად განაპირობა ჯეიმზის მარცხი არჩევნებში მარგარეტ ტეტჩერის წინააღმდეგ.

როგორც ახალი წევრი პარლამენტისა 1945 წელს ის იყო მემარცხენე ფრთაში. პარტიის შიგნით ის ხშირად იჭერდა შედარებით მემარჯვენე პოზიციების, მაგრამ მისი რეპუტაცია იყო „ქუდის ერთგული“, რაც ხაზს უსვამდა იმას, რომ იგი მხარს უჭერდა პარტიისა და პროფკავშირების ახლო ურთიერთობებს.კოლაჰანის ფინანსთა მინისტრობა დაემთხვა მღელვარე პერიოდს ბრიტანული ეკონომიკისთვის, რადგან მას უწევდა გამკლავება საგადასახადო ბალანსების დეფიციტსა და სპეკულატურულ თავდასხმებს გირვანქა სტელინგზე (მისი გაცვლითი კურსი სხხვა ვალუტებთან მიმართებაში იყო თითქმის დაფიქსირებული ბრეტონ-ვუდსის სისტემით). 1967 წლის 18 ნოემბერს სახელმწიფომ გააუფასურა გირვანქა სტერლიგნი. კალაჰანი გახდა შინაგან საქმეთა მდივანი. მან გააგზავნა ბრიტანეთის არმია ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციის დასახმარებლად, ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობის თხოვნის შემდეგ.

1970 წელს არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის დამარცხებისის შემდეგ, კალაჰანმა ითამაშა მთავარი როლი ჩრდილის კაბინეტში. ის გახდა საგარეო საქმეთა მდივანი 1974 წელს, რითიც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა ბრიტანეთის ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობის პირობების მოლაპარაკებებზე. ის ასევე 1975 წლის რეფერენდუმის დროს მხარს უჭერდა ქვეყნის ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში დარჩენას. როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ჰაროლდ უილსონი გადადგა 1976 წელს, კალაჰანმა დაამარცხა 5 სხვა კანდიდატი, რომ გამხდარიყო მისი შემცვლელი. ლეიბორისტებს უკვე დაკარგული ჰქონდათ მცირე უმრავლესობა თემთა პალატაში იმ დროისთვის, როდესაც ის პრემიერი გახდა და მოგვიანებითაც შუალედურ არჩევნებში დამარცხებამ და შიდა დეზერტირობამ აიძულა კალაჰანი საქმე დაეჭირა ისეთ პატარა პარტიებთან, როგორიცაა ლიბერალური პარტია, რაც აისახა „ლიბ-ლაბ-ის პაკტში1977 წლიდან 1978 წლამდე. ინდუსტირულმა დავებმა და გავრცელებულმა გაფიცვებმა 1978 წლის „ზამთრის უკმაყოფილებისას“ კალაჰანის მთავრობა გახადა არაპოპულარული და შოტლანდიის დევოლუციის რეფერენდუმის წაგება იყო წარმატებული პასაჟი უნდობლობის ასეთი მოძრაობისა 28 მარტის 1979 წელს. ამას კი მოჰყვა დამარცხება საერთო არჩევნებში.

კალაჰანი დარჩა ლეიბორისტული პარტიის ლიდერად 1980 წლის ნოემბრამდე, რათა გაეტარებინა რეფორმა, რომლის მიხედვითაც პარტია აირჩევდა საკუთარ ლიდერს. შემდეგ გადაინაცვლა "უკანასკამებზე", სადაც ის მსახურობდა ლორდად გახდომამდე.

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალაჰანი დაიბადა პორტსმუთში, ინგლისში 1912 წლის 27 მარტს. მან სახელი მიიღო მამამისის საპატივსაცემოდ, ასევე ჯეიმზ კალაჰანისა (1877-1921), რომელიც იყო სამეფო ფლოტის მთავარი ოფიცერი[1]. მისი დედა იყო შარლოტა კალაჰანი (1879-1961). მისი ბებია მამის მხრიდან იყო ებრაელი[2]. მას, ასევე, ჰყავდა დიდი და, დოროთი გერტრუდა კალაჰანი (1904-1982). მან დაამთავრა ჩრდილოეთ პორტსმუთის საშუალო სკოლა (ახლა მეიფილდის სკოლა). მან მოიპოვა ოქსფორდის სერტიფიკატი 1929 წელს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ჩააბარა უნივერსიტეტში და მის ნაცვლად სამოქალაქო სამსახურის მისაღები გამოცდა ჩააბარა.

17 წლის ასაკში, კალაჰანი წამოვიდა სამსახურიდან, დატოვა რა კლერკის პოზიცია „ინლან რევენიუში“. გადასახადების ინპექტორად მუშაობისას კალაფანმა ითამაშა მთავარი როლი გადასახადების ოფიცრების ასოციაციის ჩამოყალიბებაში, როგორც პროფ-კავშირისა და გახდა წევრი მისი ეროვნული აღმასრულებლებისა. „ინლანდ რევენიუს“ კენტის ოფისში მუშაობისას 1931 წელს ის შეუერთდა მაიდსტოუნის ფილიალს ლეიბორისტული პარტიისა. 1934 წელს, ის გადაყვანილ იქნა „ინლანდ რევენიუს“ ლონდონის ოფისში. პროფ-კავშირების გაერთიანებისა 1936 წელს, კალაჰანი დაინიშნა მთელ განაკვეთზე კავშირის ოფიციალურ წარმომადგენელად და მდივან-ასისტენტის პოსტზე ინლანდ რევენიუს თანამშრომელთა ფედერაციასა და მიატოვა სამოქალაქო სამსახური.

პროფ-კავშირში მისმა პოზიციამ კალაჰანი დააახლოვა ჰაროლდ ლასკთან, ლეიბორისტული პარტიის ეროვნული აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარესთან და ლონდონის ეკონომიკური სკოლის აკადემიკოსთან.

ლასკი მოუწოდებდა მას, რომ წარედგინა საკუთარი კანდიდატურა პარლამენტში, ასევე, მოგვიანებით ის სთხოვდა კალაჰანს ესწავლა და ლექციები ჩაეტარებინა ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში. კალაჰანი შეუერთდა სამეფო საზღვაო ფლოტის მოხალისეთა რეზერვს, როგორც რიგითი ზღვაოსანი მეორე მსოფლიო ომში 1942 წლიდან, სადაც ის მსახურობდა აღმოსავლეთ ინდოეთის ფლოტში და 1944 წელს დაწინაურდა ლეიტენანტის ჩინით[3]. ამ დაწინაურებისთვის ტრენინგისას მისმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტუბერკულოზით იყო დაავადებული, ასე რომ, ის დაუშვეს სამეფო საზღვაო ფლოტის ჰოსპიტალ ჰასლარში პორტსმუთის ახლოს, გოსპორტში. მისი გამოჯანმრთელების შემდეგ, ის გაანთავისუფლეს მოვალეობებისგან და დანიშნულ იქნა ადმირალიტეტში ვაითეჰოლში. ის გადაიყვანეს იაპონურ მონაკვეთზე და დაწერა სამსახურის სახელმძვანელო სამეფო საზღვაო ფლოტისთვის მტერი იაპონიის შესახებ. კალაჰანი იქნებოდა უკანასკნელი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც იქნებოდა სამხედრო ძალების ვეტერანი და ერთადერთი, ვისაც კი უმსახურია საზღვაო ფლოტში.

სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ, კალაჰანი არჩეულ იქნა სამხრეთ კარდიფის პარლამენტის კანდიდატად. მან ცოტათი მოიგო ლოკალური შიდაპარტიული არჩევნები 12 ხმით ჯორჯ ტომასის წინააღმდეგ კანდიდატის თერთმეტი ხმით. მას მოუწოდებდნენ საკუთარი სახელი სამხრეთ კარდიფის ადგილისთვის თავისი მეგობრის დაი კნითის წინააღმდეგ წამოეყენებინა[4]. 1945 წლის განმავლობაში ის დაინიშნა აღმოსავლეთ ინდოეთის ფლოტში და მსახურებდა HMS Queen Elizabeth-ზე ინდოეთის ოკეანეში. ევროპაში გამარჯვების დღის შემდეგ, სხვა პერსპექტიულ კანდიდატებთან ერთად, იმისათვის, რომ მთავარ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა.

პარლამენტი და კაბინეტი, 1945-76[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეიბორისტებმა მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება 1945 წლის 26 ივლისის არჩევნებში, სათავეში კლიმენტ ეტლით. კალაჰანმა მოიგო თავისი სამხრეთ კარდიფის ადგილი 1945 წლის გაერთიანებული სამეფოს გენერალურ არჩევნებში (და ამ თანამდებობას ინარჩუნებდა გაგრძელებული 1987 წლამდე). მან დაამარცხა მოწინააღმდეგე კონსერვატიული პარტიის კანდიდატი, სერ არტურ ევანსი, 17,498 ხმით 11,545 ხმის წინააღმდეგ. მისი კამპანიის მთავარი თემები იყო სწრაფი დემობილიზაცია სამხედრო ძალებისა და ახალი განსახლების კონსტრუქციის პროგრამა[5]. ის იდგა პარტიის მარცხენა ფრთაში და 1945 წელს აშშ-სთან ფინანსური კავშირების დახურვის წინააღმდეგ მისცა ხმა[6].

კალაჰანი მალევე გახდა პარლამენტარი მდივანი ტრასპორტის მინისტრისა 1947 წელს, სადაც ახალგაზრდა სერ არტურ იანგის რჩევებით მიღებულმა პირობებმა მნიშვნელოვანად გააუმჯობესა გზების უსაფრთხოება, აღსანიშნავია ზებრა გადასასვლელების შემოღება. ის გადავიდა რომ გამხდარიყო პარლამენტარი და ფინანსური მდივანი ადმირალიტეტისა 1950 წლიდან, სადაც ის იყო დელეგატი ევროპის საბჭოში და წინააღმდეგობა გაუწია ევროპული არმიის გეგმებს.

კალაჰანი იყო პოპულარული ლეიბორისტ პარლამენტრებთან ერთად და ყოველ წელიწადს ირჩევდნენ ჩრდილის კაბინეტში 1951 წლიდან 1964 წლიმდე, რადგან ლეიბორისტული პარტია იყო ოპოზიციაში. ახლა ის გახდა მტკიცე გეიტსკეილი მარჯვენა ფრთაში. ის იყო მრჩეველი პარლამენტარი პოლიციის ფედერაციისა 1955 წლიდან 1960 წლმადე, როდესაც ის აწარამოებდა მოლაპარაკებებს პოლიციის ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით გენერალურ მდივანთან, არტურ ჩარლზ ივანსთან. ის იბრძოდა პარტიის ლიდერის მოადგილეობისთვის 1960 წელს, როგორც მოწინაარმდეგე ცალმხრივი ბირთვული განიარაღებისა. 1961 წლის ნოემბერში კალაჰანი გახდა ჩრდილის კაბინეტის კანცლერი. როდესაც ჰაჰ გეატსკელი დაიღუპა 1963 წლის იანვარში, კალაჰანმა იბრძოლა მისი ადგილისთვის, მაგრამ მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსში კი ჰაროლდ უილსონმა გაიმარჯვა. იმის მიუხედავად, რომ მან მიიღო მარჯვენა ფრთის წარმომადგენელთა მხარდაჭერა, როგორიცაა დენის ჰეილი და ენტონი ქროსლანდი, რომლებსაც სურდათ იულსონის წაგება ლიდერთა არჩევნებში, მაგრამ ამავდროულად არ ენდობოდნენ ჯორჯ ბრაუნს.

ხაზინის კანცლერი (1964-1967)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წლის ოქტომბერში კონსერვატორების პრემიერ-მინისტრმა სერ ალექსანდრ დაგლას-ჰოუმმა (რომელიც ძალაუფლების სათავეში იყო მხოლოდ 12 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ჰაროლდ მაკმილანი გადადგა) დანიშნა გენერალური არჩევნები. ეს იყო რთული არჩევნები, მაგრამ ლეიბორისტულმა პარტიამ მაინც მოიგო მცირე უმრავლესობით, მიიღო რა 56 ადგილი. ახალი ლეიბორისტული მთავრობა ჰაროლდ უილსონის ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა ეკონომიკურ პრობლემებს და უისლონმა მისი დანიშვნის პირველივე საათებში კალაჰანი გამოაცხადა ხაზინის კანცლერად. ახლა მთავრობას გამკლავება უწევდა საგადასახადო ბალანსის დეფიციტთან და სტერლინგის მიმართ სპეკულაციებთან. ეს იყო მთელი მთავრობის პოლიტიკა და კალაჰანი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ დევალუაცია უნდა იქნეს აცილებული მანამდე, სანამ ეს იქნება შესაძლებელი და მან დაგეგმა ცენტრალური ბანკებისგან სესხების აღება და გადასახადების გაზრდა ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის. კალაჰანის კანცლერობისას იყო კრიზისის დრო დიდი ინფლაციებით, დაბალი დასაქმებით, არასტაბილური ეკონომიკითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გირვანქას გარშემო კონფლიქტით დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში. ასევე დეფიციტი იყო ექსპორტ-იმპორტის ბალანსისაც.

11 ნოემბერს კალაჰანმა წარმოადგინა პირველი ბიუჯეტი და გამოაცხადა საშემოსავლო გადასახადის, ნავთობის გადასახადის გაზრდა. ამასთანავე, შემოიღო ახალი გადასახადი - კაპიტალის ზრდის გადასახადი. ამ ქმედებებს ეკონომისტთა ნაწილი თვლიდა აუცილებლად, რადგან ბალანსი და სტერლინგისი დეფიციტი შეეჩერებინათ, თუმცა ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ საერთაშორისო ბანკირები.[7]

23 ნოემბერს გადაწყდა, რომ გაზრდილიყო საბანკო განაკვეთი 2%-იდან 7%-მდე, რამაც საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. კრიზისთან გამკლავება უფრო რთული ხდებოდა ლორდი კომერის, ინგლისის ბანკის მმართველის დამოკიდებულების გამო, რადგან ის კამათობდა ახალი ლეიბორისტული მთავრობის ფისკალური პოლიტიკის წინააღმდეგ. როდესაც კალაჰანმა და უილსონმა შეაშინეს ის ცენტრალური არჩევნების დანიშვნით, მმართველმა მალევე მოაგროვა £3 მილიარდის სესხი, რათა დაესტაბილურებინა რეზერვები და დეფიციტი.[8] კალაჰანის შემდეგი ბიუჯეტი გამოვიდა 1965 წლის 6 აპრილს, რომელშიც ის გამოხატავდა საკუთარ ძალისხმევას გამოესწორებინა ეკონომიკა და შეემცირებინა ქვეყნაში იმპორტზე მოთხოვნა £250 მილიონით. ცოტა ხნის შემდეგ საბანკო განაკვეთი შემცირდა 7%-იდან 6%-მდე. მოკლე დროში, ეკონომიკა და ბრიტანული ფინანსური ბაზარი დასტაბილურდა. ამან საშუალება მისცა კალაჰანს ჩასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და განეხილა ბრიტანული ეკონომიკის მდგომარეობა პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად.

ივნისში, გირვანქა დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა და კალაჰანი ვალდებული გახდა გადაედგა მკაცრი დროებითი ნაბიჯები ეკონომიკის კონტროლის დემონსტრაციისთვის, მათში კი შედიოდა ყველა სამთავრობო მშენებლობის პროექტის შეჩერება და ახალი საპენსიო გეგმების გვერდზე გადადება. ალტერნატივა ამისა იყო ის, რომ ნება მიეცა გირვანქასთვის ეცურავა ან გაუფასურებულიყო. კალაჰანი და უილსონი თვლიდნენ, რომ გირვანქას დევალუაცია გამოიწვევდა ახალ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს, ამიტომაც ინარჩუნებდნენ მყარ პოზიციას მის მიმართ.[9] მთავრობა აგრძელებდა ბრძოლას ეკონომიკასა და სუსტ უმრავლებოსათან, თუმცა 1966 წლისათვის ფლანგები ერთამდე შემცირდა. 28 თებერვალს ჰაროლდ უილსონმა ფორმალურად გამოაცხადა არჩევნები 1966 წლის 31 მარტს. 1 მარტს კალაჰანმა თემთა პალატას გადასცა "პატარა ბიუჯეტი" და გამოაცხადა ისტორიული გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებული სამეფო მიიღებდა დეციმერულ (ათისჯერად) ვალუტას. ეს არ განხორციელებულა 1971 წლამდე, როდესაც კონსერვატიული პარტიის მთავრობის ქვეშ, გაერთიანებული სამეფო გადავიდა ფუნტიდან, შილინგიდან და პენსიდან დეციმერულ სისტემაზე, სადაც 100 პენსი უდრის ფუნტს. მან ასევე დააანონსა მოკლევადიანი იპოთეკური სქემა, რომელიც საშუალებას აძლევდა დაბალი ხელფასის მქონე პირებს ესარგებლათ ამ იპოთეკური სქემით ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში. მცირე ხნის შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ მოიგო 363 ადგილი, ხოლო კონსერვატიულმა პარტიამ 252, რითიც ლეიბორისტულ მთავრობას მიეცა 97-ის დიდი უმრავლესობა.

კალაჰანმა შემდეგი ბიუჯეტი გამოაქვეყნა 4 მაისს, რადგან მას გაფრთხილებული ჰყავდა პალატა, რომ მთლიან ბიუჯეტს მას მიაწვდიდა, მხოლო "პატარა ბიუჯეტის" შესახებ საჯარო გამოსვლის შემდეგ, ეს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო არჩევნებისთვის. ახალი ბიუჯეტის ამოსავალი წერტილი იყო შერჩევითი დასაქმების გადასახადის შემოღება, რაც მომსახურების ინდუსტრიას აფერხებდა მრეწველობის ინდუსტრიის სასარგებლოდ.[10][11] ბიუჯეტის გამოსვლიდან 12 დღის შემდეგ მეზღვაურთა ეროვნულმა პროფკავშირმა გამოაცხადა ეროვნული გაფიცვა და პრობლემები, რომლის წინაშეც იდგა სტერლინგი, უფრო გაიზარდა.[12] დამატებითმა გაფიცვებმა გამოიწვია გადახდების ბალანსის დეფიციტის ზრდა და 3.3 მილიარდის სესხი გახდა საჭირო. ასევე, დასაქმების დონე იკლებდა; დაუსაქმებელთა რაოდენობა ლეიბორისტთა მთავრობაში მოსვლამდე იყო 300.000-ზე მეტი, ხოლო ორი წლის შემდეგ გაიზარდა 500.000-მდე.

14 ივლისი, საბანკო განაკვეთი კიდევ ერთხელ გაიზარდა 7%-მდე. 20 ივლისს, კალაჰანმა გამოაცხადა განსაკუთრებული სიტუაცია 10 პუნქტიანი პროგრამით, რომლის მიხედვითაც 6 თვით უნდა გაყინულიყო ხელფასების ზრდა. 1967 წელს ეკონომიკა დასტაბილურება დაიწყო კიდევ ერთხელ და საბანკო განაკვეთი შემცირდა 6%-მდე მარტში, ხოლო მაისში 5.5%-მდე.

ამ პირობებში კალაჰანმა დაამარცხა მიშელ ფუტი ლეიბორისტული პარტიის ხაზინადარის არჩევნებში.

ეკონომიკაში მალევე დაბრუნდა პრობლემები ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო ეგვიპტესა და ისრაელს შორის, რამაც ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია. ამას გარდა, ეკონომიკას ცუდი პერიოდი ჰქონდა სექტემბრის შეუარიცხვებში, როდესაც ეროვნული გაფიცვ, რომელმაც 8 კვირას გასტანა. სტელინგმა გამოიარა ექვს დღიანი ომი, სუეცის არხის დახურვა, გაფიცვა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც კრიტიკულად გაიზარდა. საყოველთაო ბაზრის პრინციპი სთავაზობდა მთავრობას, რომ ფუნტი აღარ იყო მდგრადი, როგორც სარეზერვო ვალუტა და ამიტომ მისი დევალვაცია უნდა მომხდარიყო დევალვაცია. საერთაშირისო სავალუტო ფონდი მთავრობას სთავაზობდა სარეზერვო ფონდის შევსებას, მაგრამ ამაზე უილსონმა და კალაჰანმა უარი თქვეს რიგი მიზეზების გამო. ოთხშაბათს, 15 ნოემბერს, ისტორიულ იგადაწყვეტილება იქნა მიღებული, მთავრობამ მოახდინა 14.3%-იანი დევალვაცია[13]. ამ გადაწყვეტილებამდე კალაჰანს პრესასთან და თემთა პალატასთან გაცხადებული ჰქონდა რომ მსგავს დევალუაციას არ გააკეთებდა. ამის გამო, მან ითხოვა თანამდებობიდან გადადგომის უფლება და უილსონიც დათანხმდა ოპოზიციის ძალდატანებით. მაშინ უილსონმა როი ჯენკინსი გადაიყვანა შინაგან საქმეთა მდივნის პოზიციიდან ხაზინის კანცლერად და კალაჰანი გახდა ახალი შინაგან საქმეთა მდივანი1967 წლის 30 ნოემბერს.

შინაგან საქმეთა მდივანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალაჰანის ამ თანამდებობაზე ჰოფნის პერიოდში აღსანიშნავია ჩრდილოეთ ირლანდიაში დაწყებული კონფლიქტი და სწორედ მისი გადაწყვეტილებით ბრიტანული არმიის სამხედრო ძალები შევიდნენ პროვინციაში ალსტერ უნიონისტების მთავრობის თხოვნის შემდეგ.

კალაჰანი ასევე პასუხიმგებელი იყო თანამეგობრობის იმიგრანტთა აქტ 1968-ზე; საკამათო საკანონმდებლო აქტი გამოწვეული კონსერვატიული მტკიცებებით იმისა, რომ კენიელი აზიელების ნაკადები მალე ქვეყანას დატბორავდა. მან გაიარა თემთა პალატა ერთ კვირაში და ახალი სისტემით დააწესა ქვეყანაში შესვლაზე კონტროლი მათთვის, ვისაც ჰქონდათ ბრიტანეთის პარსპორტი, მაგრამ არ გააჩნდათ „არსებითი კავშირი ბრიტანეთთან“. საკუთარ მემუარში - „დრო და შანსი“ კალაჰანი წერდა რომ თანამეგობრობის იმიგრანტთა კანონის დანერგვა იყო არასასურველი ამოცანა, მაგრამ მას არ უნანია ეს გადაწყვეტილება. მან განაცხადა, რომ აზიელებმა „იპოვეს ამბრაზურა“, ხოლო BBC-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა: „საზოგადოებრივი აზრი ამ ქვეყანაში იყო ძალიან ფეთქებადი და ამის მიუხედავად ჩემი საფიქრალი იყო ის თუ როგორ უნდა შეგვენარჩუნებინა წესრიგის შესაბამისი განცდა და ამავდროულად ამ ადამიანებისთვის მიგვეცა კუთვნილი - მე ვალდებული ვიყავი ორივე მოსაზრება მომეყვანა ბალანსში“. ზემოთ აღნიშნული აქტის ოპონენტი, კონსერვატი პარლამენტის წევრი იან გილმოური ამტკიცებდა, რომ ეს აქტი "შემოღებული იქნა, რათა შავკანიანები დაეტოვათ გარეთ. იმ შემთხვევაში თუ 5 000 თეთრკანიანი იმიგრანტი იქნებოდა ქვეყანაში შემომსვლელი, გაზეთები და პოლიტიკოსები, კალაჰანის ჩათვლით, რომლებიც ქმნიდნენ რეალობაში მთელ აურზაურს, დიდად მიესალმებოდნენ მათ შემოსვლას“.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რასათა ურთიერთობების აქტის მიღება ამავე წელს, რაც უკანონოს ხდიდა დასაქმებაზე, საცხოვრებელსა და განათლებაზე უარის თქმას ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე. აქტი აფართოებდა რასათა ურთიერთობების საბჭოს ძალაუფლებას, რათა ის გამკლავებოდა დისკრიმინაციის შესახებ საჩივრებსა და უსამართლო დამოკიდებულებებს. ის ასევე ქმნიდა ახალ სამეთვალყურეო საბჭოს, საზოგადოებრივი ურთიერთობების კომისიას, რათა ხელი შეეწყო „საზოგადოებების ჰარმონიული ურთიერთობებისთვის“[14]. პარლამენტისთვის კანონ-პროექტის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მდივანმა, ჯიმ კალაჰანმა თქვა: „მთავრობა იშვიათად დგება ასეთი დიდი სოციალური მნიშვნელობის საკითხის წინაშე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილებისთვის“.

1969 წელს კალაჰანი ძლიერად უჭერდა მხარს კავშირს ლეიბოსირტებსა და პროფკავშირს შორის, რომელმაც შექმნა წარმატებული ოპოზიცია, რომლის მიზანიც იყო პროფკავშირის შესახებ კანონის ცვლილება. უამრავ საკანონმდებლო ინიციატივას შორის იყო გეგმები რომ იძულებული გაეხადათ პროფკავშირები გამოეცხადებინათ ხმის მიცემა გაფიცვის  ჩატარებამდე და ინდუსტრიული საბჭოს დაარსებამდე, რომელსაც უნდა აღესრულებინა შეთანხმებები ინდუსტრიული დავებისა. ბედის ირონიით, თუ ეს ინიციატივები გახდებოდა კანონი ძალიან ბევრი ქმედება პროფკავსირებისა ზამთრის უკმაყოფილების განმმვალობაში დეკადის შემდეგ იქნებოდა არალეგალური.

უილოსნის მოულოდნელი დამარცხების შემდეგ ედუარდ ჰიტის მიერ 1970 წლის ეროვნულ არჩევნებში, კალაჰანმა უარი თქვა მისთვის გაეწია ლიდერობაში კონკურენცია იმის მიუხედავად, რომ უილსონის დაუცველობისა. ამან დიდად წინ წაწია კალაჰანი უილსონის თვალში. ის იყო პასუხიმგებელი ახალი პოლიტიკის შესახებ განცხადების შემუშავებაზე 1972 წელს, რომელიც შეიცავდა სოციალური კონტრაქტის იდეას მთავრობასა და პროფკავშირებს შორის. მან ასევე გააკეთა ბევრი, რათა დარწმუნებულიყო, რომ ლეიბორისტები შეეწინააღმდეგებოდნენ ჰიტის მთავრობის  წინადადებას საერთო ბაზარზე შევსლისა - რაც იძულებულს ხდიდა უილსონსაც, საკუთარი პირადი ოპოზიციაში სიცხადის შეტანით, პარტიის ლიდერთან კონსულტაციის გარეშე.

საგარეო საქმეთა მდივანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც უილსონმა მოიგო მომდევნო ეროვნული არჩევნები და დაუბრუნდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 1974 წლის მარტში, მან კალაჰანი დანიშნა საგარეო საქმეთა მდივნად, რამაც მას დააკისრა პასუხისმგელობა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობაში გაერთიანებული სამეფოს წევრობის პირობების შესახებ მოლაპარაკებებზე. როდესაც  მოლაპარაკებები დასრულდა, კალაჰანმა კაბინეტი დაითახმა ახალ პირობებზე და 1975 წლის რეფერენდუმში მხარს უწერდა "კის".

1976 წლის ხელმძღვანელობის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ კალაჰანი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და ჯიმი კარტერი, აშშ-ის პრეზიდენტი. კალაჰანის დახვედრის ცერემონია, 1977.

მისი მეორე ვადით პრემიერობის თითქმის მეორე წელიწადის დაწყების შემდეგ უილსონმა გამოაცხადა მოულოდნელი გადადგომის შესახებ 1976 წლის 16 მარტს და არაოფიციალურად მხარი დაუჭირა კალაჰანს, როგორც მის მემკვიდრეს. კალაჰანი იყო ფავორიტი, რომელიც მოიგებდა შიდა პარტიული ხელმძღვანელობის არჩევნებს; ასევე ის იყო ასაკით ყველაზე დიდი კანდიდატი, ასევე ყველაზე გამოცდილი. პოპულარობა ლეიბორისტული პარტიის ყველა მოძრაობაში მას აჩენდა გამარჯვებულ კანდიდატად ლეიბოსირტ პარლამენტის წევრების ხმისმიცემის გავლით.1976 წლის 5 აპრილს, 64 წლის 9 დღის ასაკში, კალაჰანი გახდა პრემიერ-მინისტრი - ასაკით ყველაზე დიდი პირი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დროისთვის უინსტონ ჩერჩილიდან მოყოლებული.

პრემიერ-მინისტრი (1976-1979)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალაჰანი იყო ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იკავებდა კაბინეტის სამივე მთავარ თანამდებობას პრემიერ-მინისტრად გახდომამდე.

თანამდებობაზე ყოფნის პირველი წლის განმავლობაში კალაჰანმა დაიწყო ის, რაც მას შემდეგ ცნობილი როგორც „დიდი დებატები“, როდესაც განაცხადა რუსკინის კოლეჯში, ოქსფორდში საზოგადოების „ლეგიტიმური წუხილის“ შესახებ ისეთ განათლებასთან დაკავშირებით, როგორიც იყო საჯარო სკოლებში. ამ დისკუსიამ მთავრობა მიიყვანა დიდ ჩარევამდე, სამინისტროების გავლით, კურიკულუმებსა და საჯარო განათლების ადმინისტრირებაში, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ეროვნული კურიკულუმის დანერგვა 10 წლის შემდეგ[15]. მისი პრემიერობის დასაწყისში მან გამოიწვია დაპირისპირება პიტერ ჯეის, მისი სიძის ბრიტანეთის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ში.

ჯიმი და როზალინ კარტერები უმასპინძლდებიან სახელმწიფო ვახშამზე გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კალაჰანს.

კალაჰანის პრემიერ-მინისტრობის დრო გამოირჩეოდა მთავრობის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემებით, რისი მიზეზიც თემთა პალატაში უმცირესობის ფლობა იყო. ამიტომაც მას უხდებოდა სხვა მცირე ზომის პარტიებთან გარიგებების დადება, ლიბ-ლაბის პაქტის ჩათვლით, რათა გადარჩენილიყო. ამასთანავე ის იძულებული იყო დათანხმებულიყო რეფერენდუმს ხელისუფლების გადაცემის თაობაზე როგორც შოტლანდიისთვის, ასევე უელსისთვის (რეფერენდუმი თავიდან გადაცემის სასარგებლოდ მიმდინარეობდა, მაგრამ საჭირო უმრავლესობას ვერ მიაღწია და საბოლოოდ ძლიერი წინააღმდეგობით დამთავრდა).ის ასევე გახდა პრემიერ-მინისტრი, როდესაც ბრიტანეთი განიცდიდა ორნიშნა პროცენტულ ინფლაციას და უმუშევრობის ზრდას. მან ეკონომიკურ კრიზისებს უპასუხა დეფლაციური პოლიტიკით, რათა შეემცირებინა ინფლაცია და საჯარო დანახარჯები - რაც იყო პრეკურსორი მომდევნო მთავრობის მონეტარისტული პოლიტიკისა, რომელსაც სათავეში ედგა მარგარეტ ტეტჩერი და მიზნად ისახავდა კრიზისის განმუხტვას[16].

გვადალუპეს კონფერენცია, 1979 წელი. მარცხნიდან: ჰელმუტ შმიდტი, ჯიმი კარტერი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი, კალაჰანი.

ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, რომლის წინაშეც მთავრობა იდგა, 1978 წლის ზაფხულის ბოლოს (მალევე ლიბ-ლაბ პაქტის დასრულების შემდეგ)[17] ბევრი საარჩევნო გამოკითხვა აჩვენებდა ლეიბორისტულ პარტიას მეწინავედ და იზრდებოდა მოლოდინი იმისა, რომ კალაჰანი შემოდგომაზე დანიშნავდა არჩევნებს, რომლებიც მას თანამდებობის მეორე ვადას მისცემდე 1983 წლის შემოდგომამდე.ეკონომიკამ ამ დროისთვის აღდგენის ნიშნები აჩვენა. 1978 წელი იყო ეკონომიკური აღდგენის წელი ბრიტანეთისთვის: ინფლაცია ჩამოვიდა ერთნიშნიან პროცენტზე, უმუშევრობის დონე შემცირდა, ზოგადი ცხოვრების სტანდარტმა დაიწყო გაუმჯობესება 8%-ზე მეტით[18]. ცნობილი იყო რა ოპოზიციის დაძაბულობა, ის მოელოდა, რომ არჩევნების შესახებ განცხადებას გააკეთებდა 1978 წლის 7 სექტემბერის ეთერში[19]. მისი გადაწყვეტილება არჩევნების გადადების შესახებ, იმ დროს, ბევრისთვის ხაზს უსვამდა პოლიტიკურ სცენაზე მის დომინაციას და ის დასცინოდა საკუთარ ოპონენტებს ძველებურ მუსიკალური დარბაზის ვარსკვლავი ვესტა ვიქტორიას სიმღერის - „ეკლესიასთან ლოდინის“ შესრულებით პროფკავშირების კონგრესის შეხვედრაზე: ეს დღეს-დღეისობით აღიქმება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მომენტი თავდაჯერებულობისა თანამედროვე ბრიტანულ პოლიტიკაში, მაგრამ აღნიშნული თავის დროზე. კალაჰანს სურდა გადმოეცა შეტყობინებაში, რომ ის არ შეპირებია არჩევნებს, მაგრამ დამკვირვებელთა უმრავლესობამ არასწორად გაიგო ეს ცნობა, როგროც მტკიცება, რომ ის დანიშნავდა არჩევნებს, მაგრამ კონსერვატორები არ იქნებოდნენ მზად მისთვის.

„ზამთრის უკმაყოფილება“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალაჰანის მეთოდოლოგია გრძელვადიან ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავებისა მოიცავდა თავშეკავებას, რაც მუშობდა 4 წლის განმავლობაში საფუძვლიანი წარმატებით. მან გარისკა, რომ მეხუთე წელი კიდევ უფრო გააუმჯობესებდა ეკონომიკას და თავს უფლება მისცა 1979 წელს ხელახლა არჩეულიყო, ამიტომაც სცადა ხელფასების ზრდის მაჩვენებული შეენარჩუნებინა 5 ან ნაკლებ პროცენტზე. პროფკავშირებმა უარი თქვეს ხელფასების შეზღუდვის გაგრძელებაზე და ამას მოჰყვა გაფიცვების 1978-1979 წლების ზამთარში (ცნობილი როგორც „ზამთრის უკმაყოფილება“), რათა დაეცვათ მაღალი ხელფასები. ინდუსტრიულმა არეულობამ კალაჰანის მთავრობა გახადა უკიდურესად არაპოპულარული და მისმა პასუხმა ინტერვიუს ერთ კითხვაზე  სიტუაცია გააუარესა. 1979 წლის დასაწყისში გვადალუპეში ჩატარებული ეკონომიკური სამიტიდან გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებულ კალაჰანს ჰკითხეს: „რა არის თქვენი საერთო მიდგომა, ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე მზარდ ქაოსთან?“, მან კი უპასუხა: „საერთოდ ეს არის აზრი, რომელიც თქვენ გამოგაქვთ. გპირდებით, რომ თუ თქვენ შეხედავთ ამას გარედან, შესაძლოა, არმოჩნდეს, რომ თქვენ შეზღუდულად უყურებთ მოვლენებს, მე არ ვფიქრობ, რომ სხვა ადამიანებიც მსოფლიოში გაიზიარებენ შეხედულებას, რომ აქ იზრდება ქაოსი“. ეს პასუხი გამოქვეყნდა "The Sun"-ში სათაურით „კრიზისი? რა კრიზისი“. კალაჰანმა ასევე მოგვიანებით აღიარა ზამთრის უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომ მან „ქვეყანას ვერ უშველა“[20].

ზამთრის უკმაყოფილებამ ლეიბორისტების ქმედებების შესახებ ამომრჩევლის აზრი მკვეთრად შეცვალა. ისინი იყვნენ უმეტესობა ზამთრამდელი გამოკითხვების ლიდერები ერთდროულად რამდენიმე პუნქტში, მაგრამ 1979 წლის თებერვალში სულ მცირე ერთი წინასაარცევნო გამოკითხვა აჩვენებდა კონსერვატიულ პარტიას 20 პუნქტით წინ ლეიბოსირტებზე და ნათელი ხდებოდა, რომ ლეიბორსიტული პარტია წააგებდა მომავალ არჩევნებს[21].

არჩევნებისთვის სამზადისში "Daily Mirror" და "The Guardian" მხარს უჭერდნენ ლეიბორისტულ პარტიას, როდესაც "The Sun", "Daily Mail", "Daily Express" და "The Daily Telegraph" მხარს უჭრდნენ კონსერვატიულ პარტიას[22].

1979 წლის 28 მარტს თემთა პალატამ გამოაცხადა უნდობლობა ერთი ხმით, 311-310, რამაც აიძულა კალაჰანი გამოეცხადებინა საერთო არჩევნები, რომელიც ჩატარდა 3 მაისს[23]. კონსერვატორებმა მარგარეტ ტეტჩერის ლიდერობით ჩაატარეს კამპანია სლოგანით „ლეიბორისტული არ მუშაობს“ და მოიგეს არჩევნები.

კალაჰანის მარცხი დაენიშნა არჩევნები 1978 წელს ფართოდ იქნა აღქმული, როგორც პოლიტიკური შეცდომა; მართლაც, მან თავად აღიარა მოგვიანებით, რომ არჩევნების არ დანიშვნა იყო განსჯის შეცდომა. თუმცა, ლეიბორისტული პარტიის კერძო გამოკითხვამ 1978 წლის შემოდგომაზე აჩვენა, რომ ორივე მთავარ პარტიას ჰქონდა ერთნაირი მხარდაჭერა[24]. 1979 წელს ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, ლეიბოსირტებმა 18 წელი გაატარეს ოპოზიციაში[25].

წოდებები დაბადებიდან გარდაცვალებამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მისტერ ჯეიმზ კალაჰანი (27 მარტი 1912-1943)
  • ლეიტენანტ ჯეიმზ კალაჰანი, სამეფო საზღაო რეზერვი (1943 – 26 ივლისი 1945)
  • ლეიტენანტ ჯეიმზ კალაჰანი, პარლამენტის წევრი (26 ივლისი 1945 – 21 ოქტომბერი1964)
  • ლეიტენანტ "სწორპატივდებული" (ინგლისურენოვანი ტიტულის -The Right Honourable-ს ქართული თარგმანი) ჯეიმზ კალაჰანი, პარლამენტის წევრი (21 ოქტომბერი 1964 – ?)
  • "სწორპატივდებული" ჯეიმზ კალაჰანი, პარლამენტის წევრი (? – 23 აპრილი 1987)
  • "სწორპატივდებული" სერ ჯეიმზ კალაჰანი, პარლამენტის წევრი (23 აპრილი 1987 – 11 ივნისი 1987)
  • "სწორპატივდებული" სერ ჯეიმზ კალაჰანი (11 ივნისი 1987 – 5 ნოემბერი 1987)
  • "სწორპატივდებული"  კარდიფის ლორდი კალაჰანი (5 ნოემბერი 1987 – 26 მარტი 2005)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Page 1, Callaghan: British Prime-Ministers of the 20th century, Harry Conroy, Haus Publishing 2006
  2. Kenneth O. Morgan, Callaghan: A Life, 1997, p.5 "His father's mother was Elizabeth Bernstein, from Sheffield; he was, therefore, a quarter Jewish as well."
  3. J.N. Houterman. "Royal Naval Volunteer Reserve (RNVR) Officers 1939–1945". Unithistories.com. Retrieved 30 April 2010.
  4. Page 11, Callaghan: British Prime-Ministers of the 20th century, Harry Conroy, Haus Publishing 2006
  5. Harry Conroy, Callaghan: British Prime-Ministers of the 20th century (2006)
  6. Andrew Davies, To Build A New Jerusalem: Labour Movement from the 1890s to the 1990s (1992) pp 232–33
  7. Page 35, Callaghan: British Prime-Ministers of the 20th century, Harry Conroy, Haus Publishing 2006
  8. Page 36, Callaghan: British Prime-Ministers of the 20th century, Harry Conroy, Haus Publishing 2006
  9. Page 38, Callaghan: British Prime Ministers of the 20th century, Harry Conroy, Haus Publishing 2006
  10. The Cabinet Papers: Reform and VAT, from the National Archives
  11. Britain:Selective TormentTime, Friday, 16 September 1966
  12. Page 40, Callaghan: British Prime-Ministers of the 20th century, Harry Conroy, Haus Publishing 2006
  13. Monatsbericht 12/1967, p. 104 der Bundesbank.
  14. "BBC ON THIS DAY | 1968: Race discrimination law tightened". BBC News. 26 November 1983. Retrieved 30 April 2010.
  15. Eason, Gary (27 March 2005). "Callaghan's Great Education Debate". BBC News. Retrieved 30 April 2010.
  16. "History – James Callaghan". BBC. Retrieved 28 March 2012.
  17. Archived 29 January 2012 at the Wayback Machine.
  18. A Short History of the Labour Party by Henry Pelling
  19. "BBC ON THIS DAY | 1978: Callaghan accused of running scared". BBC News. 7 September 1978. Retrieved 28 March 2012.
  20. pg.377 of The Prime Minister by Peter Hennessy
  21. "Comment & Analysis | New Labour And Delivery". Ipsos MORI. Retrieved 28 March 2012.
  22. Stoddard, Katy (4 May 2010). "Newspaper support in UK general elections"The Guardian. London.
  23. "1979: Early election as Callaghan defeated". London: BBC News. 28 March 1979. Retrieved 29 March 2009.
  24. Andy Beckett, When the Lights Went Out: Britain in the Seventies, London: Faber, 2009, p.460
  25. Wilenius, Paul (5 March 2004). "Enemies within: Thatcher and the unions". BBC News.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალაჰანის წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიოგრაფიები და ნარკვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bell, Patrick. The Labour Party in Opposition 1970–1974 (Routledge, 2012).
  • Childs, David. Britain since 1945: A Political History (7th 2012) pp 190–212.
  • Conroy, Harry. James Callaghan. (Haus, 2006).
  • Dell, Edmund. The Chancellors: A History of the Chancellors of the Exchequer, 1945–90 (HarperCollins, 1997) pp 304–46, covers his term as Chancellor.
  • Denver, David and Mark Garnett. British General Elections Since 1964: Diversity, Dealignment, and Disillusion (2014) DOI:10.1093/acprof:osobl/9780199673322.003.0003
  • Derbyshire, Dennis. Politics in Britain: From Callaghan to Thatcher (Political Spotlights). (Chambers, 1990).
  • Deveney, Paul J. Callaghan's Journey to Downing Street (2010), scholarly study to 1976. excerpt
  • Donoughue, Bernard. Prime Minister: Conduct of Policy Under Harold Wilson and James Callaghan, 1974–79 (Jonathan Cape, 1987).
  • Dorey, Peter. "‘Should I stay or should I go?’: James Callaghan’s decision not to call an autumn 1978 general election." British Politics (2016) 11#1 pp 95–118. abstract
  • Dorey, Peter. "'A Rather Novel Constitutional Experiment': The Formation of the 1977–8 'Lib–Lab Pact'." Parliamentary History 30#3 (2011): 374–394.
  • Donoughue, Bernard. The Heat of the Kitchen (Politico's Publishing, 2003).
  • Hay, Colin. "The winter of discontent thirty years on." The Political Quarterly 80.4 (2009): 545–552.
  • Hennessy, Peter. The Prime Minister: the office and its holders since 1945 (Palgrave Macmillan, 2001) pp 376–96.
  • Hickson, Kevin, and Anthony Seldon, eds. New Labour, Old Labour: The Wilson and Callaghan Governments 1974–1979 (Routledge, 2004).
  • Holmes, Martin. The Labour government, 1974–79: political aims and economic reality (Macmillan, 1985).
  • Jefferys, Kevin (ed). Leading Labour (I. B. Tauris, 1999).
  • Jones, Tudor. Remaking the Labour Party: From Gaitskell to Blair (Routledge, 2005).
  • Meredith, Stephen. Labours old and new: the parliamentary right of the British Labour Party 1970–79 and the roots of New Labour (Oxford University Press, 2008).
  • Morgan, Kenneth O. Callaghan: A Life (Oxford UP, 1997). excerpt
  • Morgan, Kenneth O. Britain since 1945: The People's Peace (2nd ed. 2001) pp 397–433.
  • Pryce, Sue. "James Callaghan 1976–9: A Caretaker." in Sue Pryce, Presidentializing the Premiership (Palgrave Macmillan, 1997), pp. 147–162.
  • Rodgers, William. "Government under Stress. Britain'S Winter of Discontent 1979." The Political Quarterly 55#2 (1984): 171–179.
  • Rogers, Chris. "Economic policy and the problem of sterling under Harold Wilson and James Callaghan." Contemporary British History 25#3 (2011): 339–363.
  • Rosen, Greg. Dictionary of Labour Biography (Politico's Publishing, 2001).
  • Rosen, Greg. Old Labour to New (Politico's Publishing, 2005).
  • Shepherd, John. Crisis? what crisis? : the Callaghan government and the British winter of discontent (Manchester University Press, 2013).
  • Sked, Alan and Chris Cook. Post-War Britain: A Political History (4th ed. 1993) pp 312–28
  • Thomas, James. "‘Bound in by history’: The Winter of Discontent in British politics, 1979–2004." Media, Culture & Society 29#2 (2007): 263–283.
  • Turner, Alwyn. Crisis? What Crisis?: Britain in the 1970s (2013) pp 181–204.
  • Wass, Douglas. Decline to Fall: The Making of British Macro-economic Policy and the 1976 IMF Crisis (2008) DOI:10.1093/acprof:oso/9780199534746.003.0004

in Decline to Fall: The Making of British Macro-economic Policy and the 1976 IMF Crisis

მემუარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Healey, Denis. The Time of My Life. Michael Joseph, 1989.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]