შინაარსზე გადასვლა

პრესა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრესა (ფრანგ. presse < ლათ. presso — „ვაჭერ“) — მასობრივი პერიოდული გამოცემების (გაზეთები, ჟურნალები) ერთობლიობა. თავდაპირველად პრესას უწოდებდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პერიოდულ გამოცემებს, რომლებიც განკუთვნილი იყო მკითხველისათვის. პერიოდული ბეჭდვითი სიტყვის შემდგომმა განვითარებამ და დიფერენციაციამ მასობრივი პერიოდული გამოცემები დაყო მიზნობრივ და სხვადასხვა ჯგუფებად (მაგალითად, სამეცნიერო პრესა, დარგობრივი პრესა, სპორტული პრესა და სხვა).

პრესა ტელევიზიასთან, რადიოსთან და ელექტრონულ მედიასთან ერთად განიხილება, როგორც მასმედიის[1][2] შემადგენელი ნაწილი.

ტერმინი „პრესა“ მომდინარეობს პარიზში 1836 წელს გამოსული გაზეთის სახელწოდებიდან — „La Press“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მასმედია(ინგლ. Mass Media) — კომუნიკაციის მასობრივი საშუალებები (პრესა, რადიომაუწყებლობა, ტელევიზია, კინო). თანამედროვე ბეჭდური და ელექტრონული საშუალებებით შესაძლებელია მიღებულ იქნეს, დამუშავდეს და მომხმარებელს დროულად და დიდი სისწრაფით მიეწოდოს მრავალფეროვანი ინფორმაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სახალხო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკურ-საწარმოო საკითხების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის, სპორტისა და სხვათა შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 ივლისი, 2019. წყარო: საგამომცემლო ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: ვახტანგ დოხნაძე; რედ.: მურმან სუხიშვილი ; მხატვ.: ვახტანგ რურუა. - მე-2 შესწ. და შევს. გამოც. - თბ.: საგამომც. საქმის სასწ. ცენტრი, 2006. - 305გვ. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2019.
  2. Mass Media — Mass media are tools for the transfer of information, concepts, and ideas to both general and specific audiences. They are important tools in advancing public health goals. Communicating about health through mass media is complex, however, and challenges professionals in diverse disciplines. In an article in the Journal of Health Communication, Liana Winett and Lawrence Wallack wrote that "using the mass media to improve public health can be like navigating a vast network of roads without any street signs—if you are not sure where you are going and why, chances are you will not reach your destination" (1996, p. 173). წყარო: Encyclopedia.com. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2019.