ოპოზიციის ლიდერი (გაერთიანებული სამეფო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მისი აღმატებულესობა დედოფლის უაღრესად ლოიალური ოპოზიციის ლიდერი (უფრო ხშირად ცნობილი, როგორც უბრალოდ თემთა პალატის ოპოზიციის ლიდერი) — თანამდებობა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში. ამ თანამდებობაზე მომსახურე პოლიტიკოსი არის ოფიციალური ოპოზიციის (ანუ მისი აღმატებულესობა დედოფლის უაღრესად ლოიალური ოპოზიციის)ლიდერი. ლორდთა პალატას ასევე ჰყავს ოპოზიციის ლიდერი. უწინ, ამ ორი პალატის ოპოზიციის ლიდერები თანასწორნი იყვნენ თუმცა მეოცე საუკუნის საწყისებიდან მოყოლებული, თემთა პალატის ოპოზიციის ლიდერი უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევა.

ოპოზიციის ლიდერი ჩვეულებრივ იმ ყველაზე დიდი პარტიის ლიდერია, რომელიც მთავრობაში არ შედის. ჩვეულებრივ ასეთი პარტია თემთა პალატაში სიდიდით მეორეა. გაერთიანებული სამეფოს ოპოზიციის ლიდერი განიხილება, როგორც ბრიტანეთის ალტერნატიულ პრემიერ მინისტრად და არის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ამჟამად, თემთა პალატის ოპოზიციის ლიდერია ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]