ჰაროლდ მაკმილანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰაროლდ მაკმილანი

ჰაროლდ მაკმილანი (ინგლ. Harold Macmillan; დ. 10 თებერვალი, 1894, ლონდონი — გ. 29 დეკემბერი, 1986) — დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწე. განათლება მიიღო იტონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტში. პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა 1924 წელს, როდესაც კონსერვატიული პარტიიდან თემთა პალატაში აირჩიეს. 1940–1945 წლებში, სხვადასხვა თანამდებობა ეკავა უინსტონ ჩერჩილის კაბინეტში. 1951 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების სათავეში კონსერვატორთა დაბრუნების შემდეგ იყო საყოფაცხოვრებო მშენებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (1951–1954), თავდაცვის (1954–1955), საგარეო საქმეთა (1955), ფინანსთა (1955–1957) მინისტრი. ეგვიპტეში ინგლის-საფრანგეთ-ისრაელის აგრესიის წარუმატებლობისა და ე.იდენის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრი (1957–1963). 1964 წელს, ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. სათავეში ჩაუდგა მსხვილ საგამომცემლო ფირმას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]