ჯონ რასელი
იერსახე


ჯონ რასელი, პირველი გრაფი რასელი 1861 წლამდე აგრეთვე ცნობილი როგორც ლორდი ჯონ რასელი (დ. 18 აგვისტო, 1792 — გ. 28 მაისი, 1878) — ინგლისელი ვიგი და ლიბერალი პოლიტიკოსი, რომელმაც ორგზის იმსახურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. იგი იყო გამოჩენილი ფილოსოფოსის და მათემატიკოსის ბერტრან რასელის პაპა.
წარმოშობა და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რასელი ბრიტანული არისტოკრატიის უმაღლეს ეშელონში დაიბადა. რასელთა ოჯახი მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული ვიგების ერთ-ერთ მთავარ დინასტიას წარმოადგენდა და ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ მიწათმფლობელ არისტოკრატიულ ოჯახთა შორის იყო. თუმცა, როგორც მეექვსე თავადი ბედფორდის უმცროს ვაჟს, ჯონ რასელს მემკვიდრეობით ოჯახის უძრავი ქონება არ მიუღია. რასელი სწავლობდა უესტმინსტერის სკოლასა და ედინბურგის უნივერსიტეტში, საიდანაც მას დიპლომი არ აუღია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lord John Russell 1st Earl Russell, short biography from the 10 Downing Street website
- Lord John Russell 1792–1878 biography from the Liberal Democrat History Group
- ჯონ რასელი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ჯონ რასელი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)

- More about Earl Russell on the Downing Street website
- Pembroke Lodge (principal residence and museum)