მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხემყრალის აბრეშუმხვევია
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Samia cynthia (Drury , 1773) სინონიმები
Phalaena attacus cynthia (Drury, 1773)
Saturnia aylanti (Motschulsky, 1858)
Attacus walkeri (Felder & Felder, 1862)
Bombyx ailanthi (Weil, 1863)
Philosamia cynthia (Grote, 1874)
Philosamia cynthia (Rothschild, 1895)
Saturnia ailanti (Fauvel, 1895)
Attacus cynthia var. parisiensis (Clément, 1899)
Samia cynthia pryeri (Jordan, 1911)
Philosamia cynthia advena (Watson, 1912)
Philosamia cynthia eulouvaina (Watson, 1914)
ხემყრალის აბრეშუმხვევია [ 1] (ლათ. Samia cynthia ) — ღამის პეპელა ფარშავანგთვალასებრთა ოჯახისა . ფრთების შლილი 11–14 სმ -ია; ფერად ზეთისხილისფერ-ყავისფერია, გასდევს განივი მოვარდისფრო ლაქები, აყრია ოთხი ნამგლისებრი ღია ლაქა. წინა ფრთების ბოლოები მოღუნულია. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში , შეყვანილია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში , ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ; ნაპოვნია ქალაქ სოხუმის მიდამოებშიც.[ 2] მუხლუხების სიგრძეა 7–8 სმ.[ 1] იგი მრავლისმჭამელია , უპირატესობას ანიჭებს ხემყრალს ,[ 2] ასევე ჭამს აბუსალათინის , იასამანისა და სხვათა ფოთლებს. ზამთრობს ჭუპრის ფაზაში. წელიწადში იძლევა ოთხ თაობას.[ 1] პეპლის პარკებისაგან იღებენ აბრეშუმს .[ 2] პარკი მოგრძოა, რუხი-ყვითელი, ამოხვეული ძაფი სიგრძით 600 მეტრს აღწევს.[ 1] მოშენებულია ჩინეთში , ინდოეთში , იაპონიაში , თუმცა ფართო სამრეწველო მნიშვნელობა არ გააჩნია. გამოიყენება როგორც ლაბორატორიული ობიექტი.[ 2]
ხემყრალის აბრეშუმხვევიას ქვესახეობაა აბუსალათინის აბრეშუმხვევია (Samia cynthia ricini ), რომელიც იკვებება აბუსალათინის ფოთლით. პარკიდან იღებენ ბზინვარე და მოყავისფრო-მოწითალო აბრეშუმს. ნახევრად მოშინაურებულია ინდოეთში.[ 1]
წარმოება ბიოლოგია აბრეშუმის პეპლები