საჭიე
საჭიე — თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები შენობა. საჭიე შეიძლება იყოს კაპიტალური და მსუბუქი ტიპისა. კაპიტალური საჭიე აგურის ან ქვის ნაგებობაა, აქვს დათბუნებული ჭერი, ფანჯრები და თიხა-ქვიშით მოტკეპნილი იატაკი, გასათბობი და შემწოვ-გამწოვი სავენტილაციო მოწყობილობა. ცალკეა გრენის საინკუბაციო სათავსი, სარდაფს იყენებენ ფოთლის შესანახად. საჭიეს აშენებენ თუთის პლანტაციასთან და დასახლებულ პუნქტთან ახლოს. თავისუფალ დროს მას იყენებენ საწყობად. საშრობად, საფრინველედ და სხვა დანიშნულებით.
მსუბუქი ტიპის საჭიე კარკასული, თიხით გალესილი ნაგებობაა, რომელიც არ თბება. იყენებენ მხოლოდ უფროსი ასაკის (IV-V) ჭიების გამოსაკვებად. ამჟამად აგებენ მსუბუქი ტიპის დასაშლელ-ასაწყობ, კარკასულ და ჰაერსაყრდენიან საჭიებსაც, რომლებიც დამზადებულია სინთეზური მასალისაგან და აქვს ტემპერატურის, ტენიანობისა და აერაციის სარეგულაციო მოწყობილობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძნელაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 225.
|