შინაარსზე გადასვლა

ჭუპრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭუპრიმწერების განვითარების შუალედური სტადია მეტამორფოზის დროს. ჭუპრის სტადიაში მწერი უძრავია, არ იკვებება, მასში მიმდინარეობს ინტენსიური შინაგანი გარდაქმნა, რის შედეგადაც მწერი მატლიდან იმაგოდ გარდაიქმნება.

არსებობს ჭუპრის 3 ფორმა:

  • დაფარული ჭუპრი — სხეულის დანამატები და კიდურები ისე მჭიდროდაა მიკრული კანზე, რომ ოდნავ შესამჩნევია და ჭუპრის სხეული გარედან გარსით დაფარულს ჰგავს.
  • კასრისებრი ჭუპრი — მალული, ანუ ცრუ ჭუპრი. მატლს დაჭუპრების წინ კანი არ სძვრება, იგი გამოცვლილ და გახევებულ პარკშია მოთავსებული ისე, რომ გარეგნულად ჭუპრის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

ჭუპრის შინაგანი ცვლილებები 2 პროცესად იყოფა: მატლის ქსოვილისა და ორგანოთა დაშლა და ზრდასრული მწერის ახალი ქსოვილებისა და ორგანოების წარმოქმნა.