აბრეშუმის პარკი
იერსახე
აბრეშუმის პარკი — წვრილი ბოჭკოს ნახვევი, რომელსაც აბრეშუმის ჭია იკეთებს გარშემო ჭუპრად გადაქცევამდე. პარკს ჭია ახვევს აბრეშუმის ძაფისაგან, რომელსაც გამოყოფს აბრეშუმის გამომყოფი ჯირკვლებიდან. პარკის ახვევას ჭია სამ დღე-ღამეს უნდება. ამ ხნის განმავლობაში გამოყოფს 1500 მეტრამდე ძაფს. აბრეშუმის პარკი შეიძლება იყოს ყვითელი, თეთრი, მომწვანო, ვარდისფერი. ფორმის მიხედვით — მრგვალი, ოვალური, წელიანი, თავწვეტიანი, ფორმაცა და ფერიც დამოკიდებულია აბრეშუმის ჭიის ჯიშზე. ხარისხობრივად აბრეშუმის პარკი სამი კატეგორიისაა: ხარისხობრიცი ნარევი (რჩეული, პირველი, მეორე და მესამე ხარისხა), წუნი და შავი ჩხარი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 35.
|