ინდური აბრეშუმხვევია, ტუსორი (ლათ.Antheraea paphia) — პეპელაფარშავანგთვალასებრთაოჯახისა. მისი მუხლუხებიდაჭუპრების წინ თავის მიერ გამოყოფილ აბრეშუმის ძაფს მეტნაკლებად იყენებენ პარკის ასახვევად. წელიწადში იძლევა რამდენიმე თაობას (ჩვეულებრივ 3-ს), პარკი შედარებით მსხვილია, სიგრძით 3,5–7 სმ. იკვებება მუხისა და აბუსალათინის ფოთლით. პარკის ფერი დამოკიდებულია საკვებ მცენარეზე. იკვებება 40 დღის განმავლობაში. ძაფისაგან ამზადებენ ჩესუჩის ტიპის უხეშ აბრეშუმს. გავრცელებულია ინდოეთში.[1]