ფარშავანგთვალასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარშავანგთვალასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Attacidae
Saturniidae

ფარშავანგთვალასებრნი (ლათ. Attacidae ან Saturniidae) — ღამის პეპლების ოჯახი. ტანად დიდი პეპლებია, ფრთების შლილი 25 სმ აღწევს. აქვთ ბუსუსებიანი, შედარებით პატარა სხეული. თითოეულ ფრთაზე თითო დიდი, თვალისმაგვარი ლაქა ზის. მატლი მსხვილია, უფრო ხშირად მწვანე, მრავალი ბორცვითა და მეჭეჭით მოფენილი. ხორთუმი განუვითარებელია: პეპლები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ჩვეულებრივ არაუმეტეს 10 დღე-ღამისა. იკვებება ხეებისა და ბუჩქების ფოთლებით. ოჯახში 2300-მდე სახეობაა. ცნობილი მავნებელია ღამის დიდი ფარშავანგთვალა (ლათ. Saturnia pyri), რომელიც საქართველოში ყველგან გვხვდება. აღსანიშნავია აგრეთვე ფარშავანგთვალა ატლასი (ლათ. Attacus atlas). ნაირჭამია მწერია. აზიანებს ვაშლს, მსხალს, ჭერამს, ატამსა და სხვა. ზოგ ფარშავანგთვალასებრნს მკედის მისაღებად ამრავლებენ. ჩვეულებრივ უმნიშნველოდ აყენებენ ზიანს ბაღებსა და ტყის ნარგავებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]