შინაარსზე გადასვლა

ხემყრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხემყრალი

ჩინური ხემყრალი (Ailanthus altissima )
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  საპინდუსისნაირნი
ოჯახი:  სიმარუბასებრნი
გვარი:  ხემყრალი
ლათინური სახელი
Ailanthus Desf., 1789

ხემყრალი (ლათ. Ailanthus) — მცენარეთა გვარი სიმარუბასებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი მაღალი ხეებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული უსიამოვნო სუნიანი კენტფრთართული ფოთლები. გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიაში. საქართველოში მისი სამი სახეობაა შემოტანილი, შედარებით ფართოდ კი ჩინური ხემყრალი. ის ადვილად სახლობს ხრიოკ და ქვა-ღორღიან ადგილებზე, მრავლდება ადვილად და იქცევა სარეველად. მისი მერქანი მაღალი ღირსების სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალაა, ასევე ყიენებენ ქაღალდის წარმოებაში. დეკორატიულია, განსაკუთრებით კი მისი წითელნაყოფა სახესხვაობა.