მეთუთეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეთუთეობა — მემცენარეობის დარგი, რომელიც მოიცავს თუთის ხის მოვლა-გაშენებასა და სარგავი მასალის (თესლნერგი, ნერგი) წარმოებას. ამასთანავე წარმოადგენს მეაბრეშუმეობის დარგს, რამდენადაც თუთის ხე გამოიყენება თუთის აბრეშუმხვევიის მატლების გამოსაკვებად.[1]

თუთის ხეს ამრავლებენ თესლითა და ვეგეტატიურად, ერთ ჰექტარზე ითესება 10–20 კილოგრამი თესლი. სარწყავ პირობებში სანერგეში ერთ ჰექტარზე 600–800 ათასი თესლნერგს და 32–35 ათას ნერგს იღებენ. ფოთლის მოსავალი ერთ ჰექტარზე თუთის ბუჩქოვანი პლანტაციიდან უდრის 9-10 ტონას, ხოლო შტამბიანი ზრდასრული ერთი მცენარიდან 10–15 კილოგრამს.

თუთის ხის ერთ-ერთ სამშობლოდ საქართველოც ითვლება. არქეოლოგიურ განათხარებში თუთის ფოთლის ნარჩენებისა და ანაბეჭდების არსებობით დასტურდება, რომ თუთის ხე საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებული ყოფილა მეოთხეული პერიოდის დასაწყისში. მეთუთეობა დამოუკიდებელ მეცნიერებად XX საუკუნის 30-იან წლებში ჩამოყალიბდა. მეთუთეობის დარგში ფართოდაა გავრცელებული მკვლევარების ა. ფიოდოროვის, ი. აბდულაევის, კ. რაჰმანბერდიევის, მ. შაბლოვსკაიას, ა. კაფიანის, გ. ჯაფარიძის და სხვების შრომები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кручина С. Н. Тутоводство // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 582.