კოხტა ყარალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოხტა ყარალაშვილი
დაბ. სახელი კოხტა ყარალაშვილი
დაბ. თარიღი 24 სექტემბერი, 1898
თბილისი
გარდ. თარიღი 17 თებერვალი, 1947 (48 წლის)
საქმიანობა მსახიობი

კოხტა გიორგის ძე ყარალაშვილი (დ. 24 სექტემბერი, 1898, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1947, (დაიღუპა ავტოავარიაში კახეთში) — ქართველი კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი ისევე ანაზდეულად გამოჩნდა ქართულ კინოხელოვნებაში, როგორც მისი თაობის მრავალი მსახიობი. ...რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა ეძებდა ერთ-ერთი ეპიზოდური როლის შემსრულებელს კინოფილმ „ხანუმასათვის“. არჩევანი შეაჩერა შესანიშნავი გარეგნობის ახალგაზრდაზე. ეს იყო კოხტა ყარალაშვილი, რომელიც, როგორც გამოირკვა შორს იყო ხელოვნებისგან. მაგრამ გამოცდილ რეჟისორს ალღომ არ უმტყუნა.

ასე მოვიდა იგი ქართულ კინოში. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა და მალე ნიკოლოზ შენგელაიამ ახალბედა მსახიობს შესთავაზა ქერბალაის როლი კინოსურათ „გიულიში“. მართალია, დამწყებ მსახიობს არ ჰქონდა გავლილი სამსახიობო სკოლა, მაგრამ ბუნებრივი ნიჭის წყალობით დასძლია ესოდენ რთული ამოცანა და მის მიერ შესრულებული როლები გულთბილად მიიღო მაყურებელმა და კრიტიკამ.

კოხტა ყარალაშვილმა ჭეშმარიტ შემოქმედებით გამარჯვებას „ელისოში“ მიაღწია, სადაც განასახიერა ვაჟიას როლი. აქ უკვე სრულიად გამოვლინდა მსახიობის ინდივიდუალობა., თავისთავადობა, დახვეწილი ოსტატობა და დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. მსახიობის ღირსებას და მის პოპულარობას მოწმობს ის ფაქტი, რომ ცნობილმა სომეხმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა ერევანში მიიწვია, რათა შეესრულებინა ერთ-ერთი წამყვანი როლი კინოფილმში „ზამალუ“.

გამოჩენილმა მსახიობმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კინოში. მისმა ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ყველას დასწყვიტა გული. ვარლამ ჟურულმა მისი მწუხარება გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „დუმის შეუკრავს შენი ბაგენი, და დაგიხუჭავს არწივის თვალი, სიკვდილო კოხტას რად მიაგენი, ნეტავი სადმე შეგშლოდა ხელი“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1946: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 354, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]