ალექსანდრე კანდელაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ექიმს ეხება. მოჭიდავის შესახებ იხილეთ სანდრო კანდელაკი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.
ალექსანდრე კანდელაკი

ალექსანდრე კანდელაკი (დ. 17 აპრილი 1885, ქუთაისი — გ. 14 ივლისი, 1966, თბილისი) — ქართველი თერაპევტი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ექიმი, საქართველოში საექიმო-შრომითი ექსპერტიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მუშაობდა სანქტ-პეტერბურგში ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკაში. პირველი მსოფლიო ომის დროს განაგებდა სპეტროგრადის ჰოსპიტლის თერაპიულ განყოფილებას. 1922-1966 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის I საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]