ხანუმა (პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხანუმა.
ხანუმა
ხანუმა-გრამფირფიტის ყდა.jpg
სპექტაკლ „ხანუმას“ აუდიოჩანაწერი
ავტორი ავქსენტი ცაგარელი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ტფილისური ისტორიები
ჟანრი პიესა, კომედია
გამოცემის თარიღი 1882

„ხანუმა“ავქსენტი ცაგარელის მიერ 1882 წელს დაწერილი კომედიური პიესა, რომელის მთავარი მოქმედება ხდება XIX საუკუნის ძველ ტფილისში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება ხდება ტფილისის ერთ-ერთ უბანში, ავლაბარში, XIX საუკუნის მიწურულს. ქართველი მებატონე ვანო ფანტიაშვილი დაქორწინებას აპირებს, ამიტომაც დახმარებისთვის მიმართავს მაჭანკალს სახელად ხანუმა, რომელიც მას უპოვის საცოლეს. მეორეს მხრივ, სხვა მაჭანკალი - ქაბატუაც ცდილობს დააქორწინოს მებატონე ფანტიაშვილი ნასწავლ გოგონაზე სახელად სონა, რომლის მამა მდიდარი მოიჯარადრე - მიკიჩ ტყუილ-კოტრიანცია. მიკიჩს ეს ქორწინება ძალიან აწყობს, ვინაიდან ის ოცნებობს თავადის ტიტულის მიღებაზე.

ორი მაჭანკლის კონკურენციას კიდევ უფრო ხლართავს სიუჟეტში ვანო ფანტიაშვილის ძმისწულის, კოტეს გამოჩენა, რომელიც თავის მხრივ შეყვარებულია სონაში...

მოქმედი პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესის მოქმედი პირები არიან:

  • თ. ვანო ფანტიაშვილი — მებატონე
  • მიკიჩ ტყუილ-კოტრიანც — მდიდარი მოიჯარადრე
  • სონა — ამისი ქალი, ნასწავლი
  • კნეინა თეკლე — ამისი და
  • სარა — სონას დიდედა, მოხუცი
  • თ. კოტე ფანტიაშვილი — ვანოს ძმისწული
  • ტერტერაანთ აკოფა — მიკიჩას ნათესავი, მისივე პრიკაშჩიკი
  • ტიმოთე — ვანოს მოსამსახურე გლეხი
  • კართუკანაანთ ქაბატუა — მაჭანკალი
  • ბურთიკაანთ ხანუმა — მაჭანკალი

თეატრსა და კინოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესაზე დადგმული სპექტაკლები თავიდანვე სარგებლობდნენ დიდი პოპულარუბით, თუმცა ისინი ჩვენ დღესაც შეგვიძლია ვიხილოთ საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. „ხანუმას“ პირველი ეკრანიზაცია შედგა 1926 წელს, ფილმი გადაღებული იქნა ალექსანდრე წუწუნავას მიერ.

ამავე პიესის მიხედვით 1919 წელს პირველად დაიდგა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“. 1948 წელს შალვა გედევანიშვილმა და ვახტანგ ტაბლიაშვილმა გადაიღეს ფილმი „ქეთო და კოტე“, ხოლო 2011 წელს დაიდგა თანამოსახელე მიუზიკლიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]