შინაარსზე გადასვლა

ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხალთა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ჩხალთა
აფხ. Чҳалҭа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი აჟარის მუნიციპალიტეტი
თემი ჩხალთა
კოორდინატები 43°05′35″ ჩ. გ. 41°40′35″ ა. გ. / 43.09306° ჩ. გ. 41.67639° ა. გ. / 43.09306; 41.67639
ცენტრის სიმაღლე 710
მოსახლეობა 140 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი)
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ჩხალთა (აჟარის მუნიციპალიტეტი)

ჩხალთასოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდინარეების ჩხალთისა და კოდორის შესართავთან, მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 710 მ, გულრიფშიდან 73 კმ.

მდ. ჩხალთის მარჯვენა ნაპირზე აღმართულია ციხე, რომელსაც აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.) იხსენებს მისიმიელებსა და ბიზანტიელებს შორის 555 წელს გამართული ბრძოლის აღწერისას ძახარის სახელწოდებით. აგათიას ცნობით, ძახარი არის ციხე მისიმიელთა ქვეყანაში. მეტსახელად ეძახიან რკინას მისი სიმტკიცის გამო. მიჩნეულია, რომ „ძახარი“ არის „ჩახარის“ (სვან. „საბრძოლო ადგილი“) ბერძნული ფორმაა. XIX საუკუნის 30-იან წლებიდან კვლავ ფიქსირდება წყაროებში (ა. ნორდმანი).[1] საბჭოთა პერიოდში შედიოდა გულრიფშის რაიონის შემადგენლობაში. კერძოდ, აჟარის თემში.[2] აფხაზეთის ომის შემდეგ ჩხალთაში შენარჩუნებული იყო საქართველოს იურისდიქცია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 140 კაცი. 2006 წლიდან შევიდა აჟარის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[3]