ჩაჩნების რელიგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩაჩნების რელიგიაკავკასიაში მცხოვრები ხალხი, ჩაჩნები სარწმუნოებრივად მუსლიმი სუნიტები არიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მათში ვაჰაბიზმაც მოიკიდა ფეხი.

ქრისტიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქ თავდაპირველად ქრისტიანობა იყო გავრცელებული, რომელიც აქ VIII-IX საუკუნებში საქართველოდან გავრცელდა. თუმცა მთის სოციალური და ეკონომიკური პირობები ქრისტიანობის მყარად გავრცელებას ხელს ვერ უწყობდა, ასე რომ ამ რელიგიის მხოლოდ ზედაპირული გავრცელების საშუალება იყო მხოლოდ ამ რეგიონში. არღუნის ხეობაში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი, ეკლესიის ნანგრევები და ქვის ჯვრები.

საქართველოდან ჩაჩნეთში ქრისტიანობის შეღწევის დამადასტურებელია ზოგიერთი ჩაჩნური სიტყვა, ასე მაგალითად: ჩაჩნურად კვირას ეწოდება „კვირა“; პარასკევს - „პერისკა“; შაბათს - „შუოთდე“; მარხვას - „მარხ“ და სხვა.

ისლამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაჩნეთში XVI საუკუნეში დაღესტნიდან შედის ისლამი, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქ მან XVIII საუკუნემდე ფეხი ვერ მოიკიდა. აქ მაჰმადიანობას ყუმუხები და ხუნძები ავრცელებდნენ, ხოლო მოლები აქ მწყემსებად მუშაობდნენ, რომელთა უმნიშვნელოვანესს მიზანს ჩაჩნეთში ისლამის გავრცელება წარმოადგენდა. საბოლოოდ ისლამი ჩაჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში გავრცელდა და მყარად მოიკიდა ფეხი კავკასიელ მთიელებში.

რწმენა-წარმოდგენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაჩნეთში შემორჩენილია ასევე, ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენებიც. ჩაჩნებს ჰქონდა ღვთაებათა პანთეონიც, რომლის სათავეშიც იდგა უზენაესი ღვთაება - დიელა. ჩაჩნეთში თაყვანს სცემდნენ მუხას, წიფელს. ჩაჩნურ ღვთაებათა პანთეონში იყო მიწათმოქმედების, უხვლოსავლიანობის შემწე ღვთაებებიც. ქართველ მთიელებთან მათ ბევრი საერთო ჰქონდათ, ურთიერთობდნენ ყველანაირი მიმართულებით, მათ შორის რელიგიური კუთხითაც. სწორედ აღსანიშნავი ფაქტია, რომ მათ ჰქონდათ საერთო სალოცავები ქართველ მთიელებთან. ასე მაგალითად ანატორის ჯვარი, მართალია ის ხევსურთა სალოცავი იყო, თუმცა ნადირის მფარველ ღვთაებაზე, ქისტებიც კი ლოცულობდნენ. უწინ ქისტეთის სოფელ ჯგარეგოში ანატორის ჯვარის კი იდგა.

თანამედროვე ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს ჩაჩნეთი მოსახლეობის დიდი ნაწილისაგან დაცლილია. ბევრი ჩაჩანი ლტოლვილობაშია. დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ისინი თვით რუსეთის ფედერაციისსხვადასხვა ოლქებში. არაერთი ჩაჩანი რუსეთში მსხვილი ბიზნესმენია. რუსეთში მცხოვრები ჩაჩნები ინარჩუნებენ ტრადიციებს, მენტალიტეტს. ისინი ვინც ჩაჩნეთში ცხოვრობენ მუსლიმი სუნიტები არიან ძირითადად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]