სხვავის საყინულე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხვავის ჭა-საყინულე — ბუნებრივი გამოქვაბული სოფელ შუა სხვავის (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) სამხრეთით 4 კმ-ზე. ზღვის დონიდან 1310 მეტრზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ჭა იწყება დიდი ძაბრით, რომლის ფსკერი თოვლითაა ამოვსებული. ძაბრი ქვემოთ ციცაბოდ დახრილ გვირაბში გადადის. გვხვდება ყინულის სტალაქტიტები, სტალაგმიტები, საუკუნოვანი ყინულის სვეტები (ზოგი სვეტის სიმაღლეა 8, ხოლო გარშემოწერილობა 20 მ) და კასკადები.

არის ასევე მიწისქვეშა გლეტჩერი, მასში ჩაყინული ღორღითა და ქვებით. მექანიკური ნალექებიდან — ნგრევის ადგილობრივი მასალა. სამხრეთ კედელთან წყლის პატარა გუბურებია. ყინული გამოიყენება სამეურნეო საჭიროებისათვის.

ჰავა სტატიურია. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0°C-ზე დაბალია.

პირველ ძაბრში ჩასვლა ადვილია. მეორე მონაკვეთის დასაძლევად საჭიროა თოკი ან საფეხურების გაჭრა ყინულში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტინტილოზოვი ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 629.
  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.