შინაარსზე გადასვლა

სხვავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სხვავა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თემი სხვავა
კოორდინატები 42°29′56″ ჩ. გ. 43°13′29″ ა. გ. / 42.49889° ჩ. გ. 43.22472° ა. გ. / 42.49889; 43.22472
ცენტრის სიმაღლე 1000
მოსახლეობა 73 (შუა სხვავა)
56 (ზემო სხვავა)[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სხვავა — საქართველო
სხვავა
სხვავა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სხვავა

სხვავა — სოფელი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), სხვავის ადმინისტრაციულ ერთეულის ცენტრი (სოფლები: სხვავა, ფუტიეთი). აერთიანებს ყოფილ სოფლებს: ზემო სხვავასა და შუა სხვავას.[2][3]

მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემოწელში, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე, ამბროლაურიდან 9 კმ-ში.

სხვავა წერილობით წყაროებში პირველად ალექსი იევლევისა და ნიკიფორე ტოლოჩანოვის 1650-1652 წლების ელჩობის აღწერილობაში იხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილი იცნობს „სხოვის“ სახელით (იქვე მოხსენიებულია „ციხე კუარასი“). XVIII საუკუნის შუა წლებისთვის სხვავა რაჭის ერისთავთა მფლობელობაში იყო. 1789 წელს სხვავის მიდამოებში იმერთა მეფე დავით II-მ დაამარცხა განდგომილი ბერი წულუკიძე და წერეთელი, რომლებიც ლეკთა და თურქთა რაზმებს მოუძღოდნენ. XX საუკუნეში სხვავა იყოფოდა ზემო, ქვემო და შუა სხვავად. მოსახლეობისგან დაცლილი სოფელი შუა სხვავა 1955 წელს გაუქმდა.[4] 2014 წლიდან ზემო სხვავა და შუა სხვავა გაერთიანდა სხვავას სახელით.

სოფელ სხვავაში (შუა სხვავას სასაფლაოზე) დგას XIX საუკუნის II ნახევრის ჯვარგუმბათოვანი „ძელიცხოვლის“ ეკლესიის ნანგრევები (დაინგრა 1991 წლის მიწისძვრის დროს). სოფლის აღმოსავლეთ კიდეზე, ქვათაძეების უბანში, მაღალი კლდის თხემზე შემორჩენილია XI საუკუნის „კვარას ციხის“ ნანგრევები. სოფელში არის ასევე ზემო სხვავის სამების ეკლესიის (აკურთხეს 1907 წელს) და შუა სხვავის წმ. გიორგის (XIX საუკუნე, დაანგრიეს 1924 წელს) ეკლესიების ნანგრევები.[5] სხვავის სამხრეთით, დაახლ. 10 კმ-ზე, მთაზე მდებარეობს ველტყევის ნამონასტრალი.

სხვავის სამხრეთით, 4 კმ-ზე მდებარეობის ბუნებრივი გამოქვაბული — სხვავის საყინულე.

  1. მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ნოემბერი 2014.
  3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტების რეესტრი, 2017 წ.
  4. საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს უწყებები, № 4, 1955. — გვ. 9.
  5. კეზევაძე მ., ეგზარქოსობისდროინდელი რაჭის ეკლესიები და მღვდლები. ქუთაისი, 2005. — გვ. 17, 28, 35.