თამღა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამღამონღოლური გადასახადი თბილისში. თამღა საქალაქო სავაჭრო გამოსაღები იყო და ნავაჭრის 3%-ის ოდენობით იღებდნენ. თამღის აკრება ხშირად იჯარით გაიცემოდა. XIII საუკუნის 80-იან წლებში თბილისში გადასახადთა აკრების საქმე ხელთ იგდო მუსლიმურმა ვაჭარმა ხოჯა-აზიზმა, რის გამოც იმდენად გათავხედდა, რომ მეფის სამზარეულოსთვის შეძენილ სანოვაგეზეც კი ახდევინებდა თამღას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 491