შაჰ-თამაზ I-ის თეზქერე
იერსახე
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|შაჰ-თამაზ I-ის თეზქერე}} |
„თეზქერე“ შაჰ-თამაზ I-ისა, თამაზ I-ის მიერ ოსმალეთის ელჩებთან 1562 წელს გამართული საუბრის ჩანაწერი. სხვა მოსაზრებით — შაჰ-თამაზ I-ის „დღიურები“ ან „მემუარები“. „თეზქერეში“ თანმიმდევრულადაა ასახული ირან-ოსმალეთის პირველი ომის (1514—1555) მსვლელობასთან დაკავშირებული მოვლენები, რომელთა დიდი უმრავლესობა ორგანულად უკავშირდება ამიერკავკასიის ქვეყნებს. გარდა ამისა, ძეგლში ნაჩვენებია ამიერკავკასიის საერთო პოლიტიკური მდგომარეობა, დაცულია ისეთი ცნობები აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს (კახეთის, სამცხე-საათაბაგოს, ქართლის) ისტორიის შესახებ, რომელთა მსგავსი არ გვხვდება იმ ეპოქის ამსახველ სხვა სპარსეულ წყაროებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაბატაძე კ., ამიერკავკასიის ქვეყნები და სეფიანთა სახელმწიფო (შაჰ-თამაზ I-ის „თეზქერეს“ მიხედვით), კრ.: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957;
- მისივე, შაჰ-თამაზ I-ის „თეზქერეს“ თბილისური ნუსხა, «აღმოსავლური კრებული», 1960, ტ. 1;
- შაჰ-თამაზის საუბარი ოსმალეთის ელჩებთან, კ. ტაბატაძის გამოც., თბ., 1976;
- ტაბატაძე კ., ქსე, ტ. 4, გვ. 637, თბ., 1979