ლუი II (ბურბონის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუი II დე ბურბონი
Louis II de Bourbon.jpg
ბურბონის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 19 სექტემბერი, 1356
მმართ. დასასრული: 10 აგვისტო, 1410
წინამორბედი: პიერ I
მემკვიდრე: ჟან I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 თებერვალი, 1337
გარდ. თარიღი: 10 აგვისტო, 1410, (73 წლის)
მეუღლე: ანა ოვერნელი
შვილები: კატრინი
ჟან I, ბურბონის ჰერცოგი
ლუი
იზაბელი
დინასტია: ბურბონები
მამა: პიერ I, ბურბონის ჰერცოგი
დედა: იზაბელ დე ვალუა
რელიგია: კათოლიციზმი

ლუი II დე ბურბონი (ფრანგ. Louis II de Bourbon), მეტსახელად კეთილი (ფრანგ. le Bon; დ.4 თებერვალი, 1337 — გ. 10 აგვისტო, 1410) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ პიერ I-ისა და იზაბელ დე ვალუას უფროსი ვაჟი. ბურბონის ჰერცოგი და კლერმონის გრაფი 1356-1410 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი დაიბადა 1337 წლის 4 თებერვალს. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ პიერ I-ისა და მისი მეუღლის, საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის დის, იზაბელ დე ვალუას პირველი შვილი. ლუის და, ჟანა მომავალში საფრანგეთის დედოფალი გახდა როგორც შარლ V-ის მეუღლე, სწორედ მისი ვაჟი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VI შლეგი. მისი მეორე და, ბლანკა კი კასტილიისა და ლეონის დედოფალი გახდა. ცხადია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბურბონები უმაღლესი არისტოკრატიული ფენის წარმომადგენლები იყვნენ, რაც ასეც იყო, რადგან ისინი მეფე ლუი IX-ის პირდაპირი შთამომავლები იყვნენ.

1356 წელს, როდესაც ლუი გარდატეხის ასაკში იყო, პუატიეს ბრძოლაში მოკლეს მამამისი, ჰერცოგი პიერ I, რის შემდეგაც ჰერცოგი ლუი ხდება.

1371 წლის 19 აგვისტოს ლუიმ ცოლად შეირთო ოვერნის დოფინ ბეროდ II-ის ასული, ფორეს გრაფინია ანა ოვერნელი, რომელთანაც მრავალწლიან ქორწინებაში მხოლოდ ოთხი შვილი შეეძინა:

  1. კატრინი (1378), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ჟან I (1381-1434), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ოვერნის ჰერცოგინია მარი ოვერნელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  3. ლუი (1388-1404), ბეჟოს სენიორი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  4. იზაბელი (1384-1451), მის შესახებ ცნობები არ გვაქვს;

1390 წელს ლუი ცდილობდა ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყებას ტუნისის წინააღმდეგ, რომელში დახმარებასაც მას გენუის დოჟი შეჰპირდა. მათ წამოიწყეს კიდევაც ლაშქრობა, თუმცა ქალაქ მაჰდიასთან მათი არმია მთლიანად მიწასთან გასწორდა, რის გამოც უკან დაბრუნება მოუწიათ. იგი გარდაიცვალა 1410 წელს, 73 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Archaeologia: or miscellaneous tracts relating to antiquity, Vol.20, (John Nichols and son:London, 1824), 236
  • Housley, Norman, The later Crusades, 1274-1580: from Lyons to Alcazar, Oxford University Press, 1992.