ლანგედოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლანგედოკი საფრანგეთის რუკაზე

ლანგედოკი (ფრანგ. Languedoc, ოქსი. Lengadòc) — ისტორიული ოლქი სამხრეთ საფრანგეთში, მდინარე რონის დასავლეთით, ცენტრალურ მასივსა, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსა და პირენეებს შორის. ლანგედოკის ტერიტორიაზეა ოდის, ეროს, გარის, ლოზერის, ტარნის, არდეშის, ნაწილობრივ ზემო გარონის, ტარნისა და გარონის, ზემო ლუარის დეპარტამენტები. ფართობი 42,1 ათ. კმ². ლანგედოკი ქვეყნის მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარი რაიონია (მის წილად მოდის საფრანგეთის ღვინის წარმოების 40%-ზე მეტი). განვითარებულია კვების მრეწველობის სხვა დარგები, აგრეთვე მანქანათსაშენი, ლითონდასამუშავებელ, ნავთობგადასამუშავებელი, ატომური მრეწველობა. იღებენ ქვანახშირსა და ბოქსიტს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ლანგედოკი წარმოიშვა XIII საუკუნეში (ამ ოლქში მცხოვრებთა ენის — la langue d’oc — სახელიდან) ტულუზის საგრაფოს ტერიტორიის აღსანიშნავად, რომელიც ალბიგოელთა ომების შედეგად შეუერთდა საფრანგეთს (1229, საბოლოოდ 1271). სამეფო დომენის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ მიიღო თვითმმართველი პროვინციის უფლება. XIV საუკუნიდან ჰქონდა თავისი პროვინციული შტატები. რელიგიური ომების დროს ლანგედოკის დიდი ნაწილი დაიპყრეს ჰუგენოტებმა. კარდინალ რიშელიეს დროს ლანგედოკის თვითმმართველობა შეიზღუდა, ძალაუფლება პროვინციის ინტენდანტების ხელში მოექცა. XVII საუკუნესა და XVIII საუკუნის დამლევს ლანგედოკში მოხდა გლეხთა ანტიფეოდალური და ქალაქების აჯანყებები (კროკანების მოძრაობა 1636–1637 და 1643, კაზიმირების აჯანყება 1702–1705). საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს დაიყო დეპარტამენტებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]