ღასანიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ღასანიდები الغساسنة
ღასანიდების სამეფო რუკაზე
ღასანიდების სამეფო რუკაზე220-638
დედაქალაქი ჯაბია
ენა არაბული
რელიგია ქრისტიანობა
მმართვ. მონარქია

ღასანიდები (არაბ. الغساسنة, ასევე ბანუ ღასანი - "ღასანის ვაჟები") —არაბული სამეფო დინასტია, რომელიც ჯაბიაში - აღმოსავლეთ პალესტინაში (იორდანია) მეფობდა 636 წლამდე. ისინი იემენი გადმოსახლდნენ III საუკუნის დასაწყისში ლევანტში [1][2]. ზოგი გაერთიანდა ელინიზირებულ ქრისტიანულ თემებთან და ქრისტიანობა მიიღო ახალი წელთაღრიცხვით პირველი რამდენმიმე საუკუნის განმავლობაში, ზოგიერთი მათგანი, ჩრდილოეთში ემიგრაციამდე, სავარაუდოდ, უკვე ქრისტიანი იყო რელიგიური დევნის თავიდან ასაცილებლად [3].[2] ლევანტში დასახლების შემდეგ, ღასანიდებმა თანდათან სალიჰიდების არაბული სამეფოს ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე არსებობდა და გახდნენ ბიზანტიის იმპერიის მოკავშირე სახელმწიფო, ბიზანტიელებთან ერთად იბრძოდნენ სპარსელი სასანიდების და მათი არაბი ვასალების ლახმიდების წინააღმდეგ [1]. [3]ღასანიდების მიწები იყო ბუფერული ზონა, რომელიც იცავდა რომაულ საკუთრებას ადგილობრივი ტომების დარბევისგან. 529 წელს იმპერატორმა იუსტინიანე I- მა ალ-ჰარის იბნ ჯაბალა სირიისა და პალესტინის მმართველად გამოაცხადა, არაბებისთვის - მეფის ტიტულით, ბიზანტიელებისთვის - პატრიციუსის წოდებით. ღასანიდები იაკოვიტების მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნოდნენ. ბიზანტიამ სამეფო გააუქმა 585 წელს, მაგრამ მუსლიმური საფრთხის გამო გამო 629 წელს აღადგინა. მუსლიმთა მიერ ლევანტის დაპყრობის შემდეგ რამდენიმე ღასანიდმა ისლამი მიიღო. სახელმწიფოს მცხოვრებთა უმეტესობა ქრისტიანად დარჩა და შეუერთდა მელქიტებს და სირიულ თემებს იორდანიაში, პალესტინაში, ისრაელში, სირიასა და ლიბანში.[2]

მიგრაცია იემენიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება, რომ ღასანიდები სამხრეთ არაბეთის ქალაქ მარიბიდან და მიმდებარე ქალაქებიდან (თანამედროვე იემენი) მოვიდნენ [4]. ტრადიციის თანახმად, იემენიდან მათი გადასახლება დაიწყო მარიბის კაშხლის განადგურების გამო, რომლის ისტორია დეტალურადაა აღწერილი ყურანის 34-ე თავში [[5]. მიგრაცია ტალღებად მოხდა.ერთ-ერთი ცნობილი ტალღა იყო ქრისტიანი არაბების დევნა ხიმიარების მეფის ზუ ნუვასის მიერ [6]. გაურკვეველია ლევანტისკენ მიგრაციის დრო, მაგრამ სავარაუდოდ, ღასანიდები სირიაში ჩავიდნენ ახ.წ. 250-300 წლებში. მატიანეებში მათი ყველაზე ადრეული გამოჩენა 473 წელს იწყება, როდესაც მათმა ლიდერმა ამორკესმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან და აღიარებდა მის სუზერენობას. [7] ღასანიდების ტომმა წამყვანი პოზიცია დაიკავა, არაბულ ფედერატებს -ბანუ ამელასა და ბანუ ჯუდჰამს შორის.

ღასანიდების სამეფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღასანიდთა აღზევება ხდებოდა ერაყიდან გადმოსახლებულ ტომებთან ბრძოლაში, რომელთაც წაართვეს პოზიციები. მათ ასევე გაიფართოვეს პოზიციები ქინდთა ხარჯზე, რომლებიც განდევნეს პალესტინიდან. მე-5 საუკუნეში მიიღეს ქრისტიანობა და ჩაებნენ ბუფერული სახელმწიფოს სახით ბიზანტიის პოლიტიკური გავლენის სფეროში,რომლის საზღვრებსაც იცავდნენ მტრის შემოსევებისაგან. ისინი მაგრდებოდნენ და ისწრაფოდნენ, რომ მოეპოვებინათ დამოუკიდებელი მდგომარეობა. ღასანიანები ჩაებნენ ბიზანტიასა და სასანურ ირანს შორის გამართულ ბრძოლაში ერაყში ამავე დროს შექმნილი ლახმიდების სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ღასანიდების დედაქალაქი იყო ჯაბია, გოლანის მაღლობებზე. გეოგრაფიულად, სახელმწიფომ დაიპყრო აღმოსავლეთის ლევანტის უმეტესი ნაწილი.მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა ჩრდილოეთით ჰიჯაზამდე და სამხრეთით იასრიბამდე (მედინა)[8]

სპარსეთ-ბიზანტიის ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ რომის იმპერია უფრო აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული და სპარსელებთან ხანგრძლივი ომი მისი მთავარი საზრუნავი იყო. ღასანიდებმა შეინარჩუნეს ლევანტის სავაჭრო მარშრუტის დამცველის სტატუსი, იცავდნენ ტომებს ლაჰმიდელებისგან და საიმპერატორო არმიის ჯარების მთავარ წყაროს წარმოადგენდნენ.

ღასანიდების მეფე ალ-ჰარის იბნ ჯაბალამ (არაბ. الحارث بن جبلة‎; (529-569) ხელი შეუწყო ღასანიანთა განმტკიცებას. მხარს უჭერდა ბიზანტიელებს სასანური ირანის წინააღმდეგ. 529 წელს დახმარება გაუწია სამარიანელთა აჯანყების ჩახშობაში, რის შედეგად მიენიჭა იმპერატორ იუსტინიანე I- ს უმაღლესი საიმპერატორო ტიტული, რომელიც ოდესმე მიუღია უცხოეთის მმართველს; მან ასევე მიიღო პატრიციუსის სტატუსი [9][10]. გარდა ამისა, ალ-ჰარის იბნ ჯაბალას მიეცა უფლება ემართა ბიზანტიის იმპერიის ყველა არაბი მოკავშირე [11].

ღასანიანებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა გვარში მემკვიდრეობითი მმართველობის გამაგრებას. 563 წელს ჰარის იბნ ჯაბალა ჩავიდა კონსტანტინოპოლში და იმპერატორისაგან უფლება მიიღო, გარდაცვალების შემდეგ ვაჟისათვის გადაეცა ხელისუფლება.

ალ-ჰარისი იყო იაკოვიტი (სირო-იაკოვიტური მართლმადიდებლური ეკლესია) ქრისტიანი. მან ხელი შეუწყო სირიის იაკოვიტების ეკლესიის აღორძინებას და მხარი დაუჭირა იაკოვიზმის განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ბიზანტია მას ერეტიკოსად მიიჩნევდა. მოგვიანებით, ბიზანტიის უნდობლობამ და დევნამ არაორთოდოქსული რელიგიური მიმდინარეობის მიმართ გამოიწვია ჰარისის მემკვიდრეების ალ-მუნზირის (569-582) და ალ-ნუმანის დამხობა

ღასანიდები, რომლებიც წარმატებით უპირისპირდებოდნენ ლახმიდების სპარსელ მოკავშირეებს, ეკონომიკურად აყვავდნენ. ეწეოდნენ რელიგიურ და სოციალურ მშენებლობას ,ასევე მფარველობდნენ ხელოვნებას. მათ სამეფო კარზე მიიღეს არაბი პოეტები ნაბიგუ ად-დუბიანი და ჰასან იბნ საბიტა.

მუსლიმთა დაპყრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღასანიდები ბიზანტიის ვასალურ სახელმწიფოდ რჩებოდნენ მანამ, სანამ მათი მფარველთა მმართველობა მუსლიმებმა არ დაამხეს მე -7 საუკუნეში იარმუკის ბრძოლის შემდეგ 636 წელს. მუსლიმანთა დაპყრობის დროს, ღასანიდებს აღარ აერთიანებდათ იგივე ქრისტიანული მრწამსი: ზოგიერთი დაუკავშირდა ბიზანტიის ეკლესიას; სხვები იაკოვიტების ერთგულნი დარჩნენ , მათმა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ შეინარჩუნა ქრისტიანული რელიგიური იდენტობა, მაგრამ გადავიდა მუსლიმთა ჯარების მხარეზე, რათა ხაზგასმით აღნიშნათ არაბული ფესვების ერთგულება.

აღსანიშნავია, რომ მუტის ბრძოლაში (معركة مؤتة) მუსლიმთა ჯარების მნიშვნელოვან რაოდენობას ქრისტიანი არაბები შეადგენდნენ. თანამედროვე იორდანიაში მცხოვრები ქრისტიანი არაბული ტომებიდან ზოგიერთი, რომლებიც მუსლიმანთა არმიების მხარეს იბრძოდნენ, გათავისუფლდნენ ჯიზიას გადახდისგან. მოგვიანებით, ისინი, ვინც ქრისტიანობა შეინარჩუნეს, შეუერთდნენ სირიის მელიქიტურ თემებს. ღასანიდების შთამომავლები მიმოიფანტნენ მთელ მცირე აზიაში.[2]

არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რატომ არ მიიღეს ღასანიდთა ბოლო მმართველმა, ჯაბალა იბნ აიჰამმა და მისმა მიმდევრებმა ისლამი. ზოგიერთი მოსაზრება ემყარება ზოგად აზრს, რომ ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად სირიის მმართველებისა და ელიტების სტატუსის დათმობაზე.

სახელმწიფოს დაცემის შემდეგ, ჯაბალა იბნ აიჰამმა ბიზანტიაში გადასახლების შემდეგ ჩამოაყალიბა მთავრობა [12] ღასანიდთა გავლენა იმპერიაზე საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდა.კულმინაცია იყო მათი ერთი-ერთი შთამომავლის, ნიკიფორე I- ის (802-811) [13]. ნიკიფორე I- არ იყო მხოლოდ ღასანიდების შთამომავალი, მან პრეტენზია წამოაყენა დინასტიის მეთაურის პოსტზე გამოიყენა რა დინასტიის დამაარსებელის, მეფე ჯაფნას სახელი.

მემკვიდრეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VII საუკუნეში ღასანიდთა სახელმწიფოს დაცემის შემდეგ, ნიკიფორის დინასტიის გარდა, როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი დინასტიების მმართველები ბიზანტიის მმართველები აცხადებდნენ, რომ ისინი ღასანიდთა მემკვიდრეები იყვნენ. რასულიდთა სულთნები მეფობდნენ მე -13-მე -15 საუკუნეებში იემენში [14], ბურჯით სულთნები ეგვიპტეში მე -14-მე -16 საუკუნეებში.[15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Saudi Aramco World: The Kind of Ghassan. Barry Hoberman.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Bowersock, G. W.; Brown, Peter; Grabar, Oleg.Late Antiquity: A guide to the Postclassical World — Harvard University Press.
  3. 3.0 3.1 bury, john. History of the Later Roman Empire from the Death of Theodosius I. to the Death of Justinian, Part 2 (англ.). — courier dover publications.
  4. Hoberman, Barry. The King of Ghassan
  5. Quran Surah Saba with English Translation سبا.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-01. ციტირების თარიღი: 2020-11-11.
  6. DHU NUWAS, ZUR'AH YUSUF IBN TUBAN AS'AD ABI KARIB - JewishEncyclopedia.com.
  7. Irfan Shahid, 1989, Byzantium and the Arabs in the Fifth Century.
  8. History. Sovereign Imperial & Royal House of Ghassan დაარქივებული 2016-01-20 საიტზე Wayback Machine. .
  9. Byzantium and the Arabs in the Sixth Century, vol. 2, part 1, Irfan Shahîd 1995, p. 51
  10. Byzantium and the Arabs in the Sixth Century, vol. 2, part 1, Irfan Shahîd 1995, p. 51-104
  11. Byzantium and the Arabs in the Sixth Century, vol. 2, part 1, Irfan Shahîd, 1995, p. 51
  12. Ghassan Resurrected, Yasmine Zahran 2006, p. 13
  13. Ghassan post Ghassan, Irfan Shahid, Festschrift "The Islamic World - From classical to modern times", for Bernard Lewis, Darwin Press 1989, p. 325
  14. Ghassan post Ghassan, Irfan Shahid, Festschrift "The Islamic World - From classical to modern times", for Bernard Lewis, Darwin Press 1989, p. 328
  15. Ghassan post Ghassan, Irfan Shahid, Festschrift "The Islamic World - From classical to modern times", for Bernard Lewis, Darwin Press 1989, p. 332