ლახმიდები
იერსახე
ლახმიდების სამეფო არაბ. اللخميون | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ლახმიდების სამეფო | ||||
დედაქალაქი | ალ-ჰირა | |||
ენა | არაბული სპარსული | |||
რელიგია | ნესტორიანელობა ასევე წარმართობაც[1] | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
დაარსება | დაახლ. 300 წელი | |||
სასანიანების მიერ ანექსია | 602 წელი. | |||
ლახმიდები (არაბ. اللخميون), ბანუ ლახმ (არაბ. بنو لخم), ან მუნთერიდები (არაბ. المناذرة) — ქრისტიანი არაბების სამეფო, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი ერაყის ტერიტორიის სამხრეთში. მის დედაქალაქს წარმოადგენდა ალ-ჰირა. ალ-ჰირას არაბი პოეტები უწოდებდნენ სამოთხეს დედამიწაზე, დღეს მისი ნანგრევები მდებარეობს ქალაქ კუფადან სამხრეთით სამ კილომეტრში, ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე. ლახმიდების შთამომავალი რამდენიმე ტომი დღეს ცხოვრობს ომანის ერაყის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე. ყველა ეს ტომე დღეისთვის არიან აბადიტი ან სუნიტი მუსლიმები.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალ-ჰირა წარმოადგენს არაბული დამწერლობის აკვანს.
- სამეფოში დაიბადნენ ცნობილი პოეტები: ალ-ნაბიგა და ალქამა იბნ აბადა, ქვეყანას ასევე სტუმრობნენ: ტარაფა და ამრ იბნ კულთუმი.
- სამეფოს მმართველმა ალ-მუნდჰირ III იბნ ალ-ნუმანმა სასანიანების არმიის დახმარებით 531 წელს კალინიკუმის ბრძოლაში დაამარცხა ცნობილი ბიზანტიელი გენერალი ველისარიუსი.
- ალ-ნუმან III-ის გარდაცვალების შემდეგ დი-ქარის ბრძოლაში სასანიანები დაამარცხეს.
- სასანიანი მეფე ბაჰრამ V ცხოვროდა ალ-ჰირაში, სადაც განათლებას იღებდა მოსამართლე ალ-მუნდირ I იბნ ან-ნუმანთან. ვისი დახმარებითაც ბაჰრამ V-მ მამამისის მკვლელობის შემდეგ ტახტის დაკავება შეძლო.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Britannica Encyclopedia
- Bahrain government website "Arabic website"
- Article about al-Hira history "Arabic website" დაარქივებული 2006-03-25 საიტზე Wayback Machine.