იარმუკის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იარმუკის ბრძოლა
არაბეთ-ბიზანტიის ომების ნაწილი
Battlefield of yarmouk-mohammad adil.jpg
თარიღი 15-20 აგვისტო, 636
მდებარეობა მდინარე იარმუკის ხეობა, სირია
შედეგი არაბების გამარჯვება
მხარეები
არაბთა სახალიფო ბიზანტიის იმპერია
მეთაურები
ხალიდ იბნ ალ-ვალიდი თეოდორე ტრითირიუსი
ძალები
15,000–40,000
(თანამედროვე შეფასება)

24,000–40,000
(წყაროების მიხედვით)

15,000–150,000
(თანამედროვე შეფასება)

100,000–400,000
(არაბული წყაროებით) 140,000 (რომაული წყაროებით)

დანაკარგები
3,000 მოკლული[1] 45% ან 50,000+ მოკლული
(თანამედროვე შეფასება)[1][2]
70,000–120,000 მოკლული
(წყაროების მიხედვით)
Commons-logo.svg იარმუკის ბრძოლა ვიკისაწყობში

იარმუკის ბრძოლაბიზანტია-არაბეთის ბრძოლა. გაიმართა 636 წლის 20 აგვისტოს სირიაზე კონტროლის გამო.

635 წელს არაბებმა დამასკი და სამხრეთ სირიის ქალაქების უმრავლესობა აიღეს. ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ შეკრიბა დაახ. 100 000-იანი არმია სირიის გასათავისუფლებლად. უზარმაზარი არმია ხუთ მხედართმთავარს ჩააბარა. პირველი არმია შედგებოდა აღმოსავლეთი სომხებისაგან, მასში ასევე შედიოდნენ სირიელებიც. არმიას ხელმძღვანელობდა ვაჰანი. მეორე არმია სლავებისა და ბიზანტიის ევროპული პროვინციის მოსახლეობისაგან შედგებოდა და ხელმძღვანელობდა იბნ კანატირი. მესამე არმია ქრისტიანი არაბებისაგან შედგებოდა და მეთაურობდა ჯაბალა ბინ აიჰამა. მეოთხე არმიაში შედიოდნენ ბიზანტიის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხები, მეთაურობდა სომეხი გრიგორი. მეხუთე არმია იყო ბიზანტიელების არმია. არაბებს მეთაურობდა ხალიდ იბნ ალ-ვალიდი, ბიზანტიელებს - თეოდორე ტრითირიუსი.

იარმუკის ბრძოლა გაგრძელდა სამი დღე და დასრულდა ბიზანტიელების სრული მარცხით. ბრძოლაში დაიღუპა სამი ბიზანტიელი მხედართმთავარი.

ამ მარცხის შედეგად არაბებმა დაიმორჩილეს მთელი პალესტინა, 637 წელს აიღეს იერუსალიმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Akram 2004, p. 425
  2. ბრიტანიკა (2007): "More than 50,000 byzantine soldiers died"