ღაჟაჟო (ლათ.Sparassis crispa) — სოკოსპარასისისებრთაოჯახისა. მომრგვალო ხორცოვანი სოკოა, დიამეტრი 15–30 (10–60) სმ-ია, მასა 1–2 (10-მდე) კგ. მოაგონებს ყვავილოვან კომბოსტოს.[1] შედგება მაგარი მურა ფეხისაგან და მისგან გამომავალი მრავალრიცხოვანი განშტოებებისაგან, რომლებიც გაფართოებული (2–5 სმ სიგანის) და შეფრტყელებულია კრემისფერ ან ჟანგმიწოვან-ყვითელ ფირფიტებად,[2] მყიფეა. ფეხი თავიდან თეთრია, შემდეგ მუქდება; წაგრძელებულია ფესვისებურად. სპორები ელიფსისებურია, გლუვი ზედაპირით, 6–7×3–4 მკმ; სპორების მტვერი მოყვითალო. იზრდება ზაფხულ-შემოდგომით ნიადაგზე წიწვოვან ტყეში,[1] ფესვებზე, ხის ტანის ძირში, ფიჭვის ახალ ჯირკებზე, იშვიათად სხვა წიწვოვანი ჯიშების ხეებზე. აქვს სასიამოვნო სოკოს სურნელი,[2] საკვებად ვარგისია ახალი,[1] ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელ სოკოდ.[3]ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშების პარაზიტი სოკოა, იწვევს ფესვებისა და ხის ტანის (ძირში) სიდამპლეს.[2] გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში. თუშურად ეწოდება ჯღიბლა.[3]