ობის სოკოები
ობის სოკოები | |||
---|---|---|---|
![]() ატმის დაობება 12 საათში | |||
აღწერა | |||
სოკოების ჯგუფი | |||
სახელის სტატუსი | |||
არ არის განსაზღვრული | |||
მშობლიური ტაქსონი | |||
სამეფო სოკოები (Fungi) | |||
წარმომადგენლები | |||
|
ობის სოკოები — სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან სხვადასხვა ფერის (თეთრი, შავი, მწვანე და სხვა) ნაფიფქს (ობს) საკვებ პროდუქტებზე, ხილზე, მცენარეულ ნარჩენებზე, ტყავსა და სხვა საგნებზე. მიეკუთვნებიან სხვადასხვა სისტემატიკურ ჯგუფს: ზიგომიცეტებს, ასკომიცეტებს და უსრულ სოკოებს. ცნობილია პურის ობი (Mucor mucedo), აგრეთვე Rhizopus-ის გვარის წარმომადგენელთაგან გამოწვეული ობი სხვადასხვა პროდუქტებზე (პური, მურაბა, ხილი) და სხვა. ზოგი ობის სოკოები სახლდება მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებზე და აფუჭებს მათ, ზოგიერთი იწვევს ადამიანისა და ცხოველთა მიკოზებს, მცენარეების დაავადებებს, მათი ტოქსინები წამლავს ცხოველებსა და ადამიანს. ზოგს კი მაღალი ფერმენტული აქტივობის გამო წარმოებაში იყენებენ, მაგ., Aspergillus niger-ს — ლიმონის მჟავას, პენიცილიუმის ზოგ სახეობას — პენიცილინისა და სხვა ანტიბიოტიკების მისაღებად, Penicillium roquefortii-ს და Penicillium camembertii-ს — ყველის (როკფორი და კამამბერი) დასამზადებლად და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 493, თბ., 1984 წელი.