ბინომიალური ნომენკლატურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ლინე, ბინომიალური ნომენკლატურის პირველი შემომღები

ბინომიალური ნომენკლატურა (ლათ. binarius — „ორმაგი“) — ცოცხალი ორგანიზმების მთავარი ტაქსონომიური კატეგორიის — სახეობის ბიოლოგიურ ნომენკლატურაში მიღებული ორმაგი დასახელება. პირველად გამოიყენა კონრად გესნერმა, მაგრამ როგორც სახეობის აღწერის მთავარ პირობად იგი კარლ ლინემ შემოიღო 1753 წელს. ბინომიალური ნომენკლატურის თანახმად, ყოველი სახეობა გამოისახება გვარის (იწერება დიდი ასოთი) და სახეობის ეპითეტებით ლათინურ ენაზე. მაგალითად, Capra caucasicaდასავლეთკავკასიური ჯიხვი, Goodyera repensტყის მრავალძარღვა. სახეობის აღწერისას ლათინურის, როგორც დიდი ხნის განმავლობაში სამეცნიერო ენად მიღებულის, გამოყენება სახელების არევ-დარევის წინააღმდეგაა მიმართული, რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი სახეობა შესაძლოა სხვადასხვა სახელით აღიწეროს. სახეობების დასახელება აგრეთვე შეიძლება შეიცავდეს აღმწერის გვარს და აღწერის წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]