ფრანც ქსავერ ფონ ვულფენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Wulfen)
ფრანც ქსავერ ფონ ვულფენი
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1728(1728-11-05)[1] [2]
დაბ. ადგილი ბელგრადი
გარდ. თარიღი 16 მარტი, 1805(1805-03-16)[1] (76 წლის)
გარდ. ადგილი კლაგენფურტი
მოქალაქეობა  საღვთო რომის იმპერია
საქმიანობა ბოტანიკოსი[1] [2] , ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ზოოლოგი, მიკოლოგი და მინერალოგი
მუშაობის ადგილი ტერეზიანის სამხედრო აკადემია
ხელმოწერა

ფრანც ქსავერ ფონ ვულფენი (გერმ. Franz Xaver von Wulfen; დ. 5 ნოემბერი, 1728 — გ. 16 მარტი, 1805) — ავსტრიელი იეზუიტი, მღვდელი,[3] ბოტანიკოსი, მინერალოგი და ზოოლოგი. შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

ცნობილი გახდა მცენარის, Wulfenia carinthiaca-ისა და მისი სახელობის მინერალის, ვულფენიტის აღმოჩენით. ვულფენის სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Wulfen.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1728 წლის 5 ნოემბერს ბელგრადში, ფელდმარშალ-ლეიტენანტის კრისტიან ფრიდრიხ ფონ ვულფენის ოჯახში.[4]

სწავლის დამთავრების შემდეგ, 1745 წელს შეუერთდა იეზუიტთა ორდენს. იგი ეუფლებოდა ფილოსოფიას, მათემატიკასა და თეოლოგიას. 1755 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ევროპის რამდენიმე ქალაქში (გორიცია, ვენა და ლუბლიანა).

იეზუიტთა ორდენის დაშლის შემდეგ, 1773 წლიდან ვულფენი სამეცნიერო საქმიანობით იყო დაკავებული. თვალსაჩინოა მისი წვლილი ბოტანიკასა და მინერალოგიაში. 1797 წელს მისი კოლექციის უდიდესი ნაწილი ფრანგი ოკუპანტების მიერ იქნა გაძარცვული.

ვულფენი იყო შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ასევე ბერლინის ერლანგენის, იენის, გეტინგენის, კლაგენფურტის და სტოკჰოლმის სამეცნიერო საზოგადოებებისა და მეცნიერებათა აკადემიების წევრი.

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვულფენიტი
Primula glutinosa
Wulfenia carinthiaca

ვულფენის კვლევის ძირითად საგანს აღმოსავლეთის ალპების ფლორა წარმოადგენდა. მან აღწერა რამდენიმე ახალი სახეობის მცენარე, როგორც ყვავილოვანი, ასევე კრიპტოგამები, განსაკუთრებით კი — ლიქენები. იგი ხშირად მოგზაურობდა ადრიატიკის გარშემო, ასევე ხშირად სტუმრობდა ნიდერლანდებს.

რაც შეეხება მის წვლილს მინერალოგიაში, ვულფენის მიერ აღმოჩენილ ყვითელი ტყვიის მადანს მის საპატივცემულოდ ვულფენიტი ეწოდა.[5][6]

ვულფენის მიერ პირველად აღწერილი ალპური მცენარეები:

ადრიატიკის წყალმცენარეები:

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Plantae rariores carinthiacae. In: Miscellanea austriaca ad botanicam, chemiam et historiam naturalem spectantia, hrsg. von N. J. Jacquin, Vol. 1 (1778) S. 147-163 und Vol. 2 (1781) S. 25-183.
  • Abhandlung vom Kärntner Bleispate, 1785
  • Plantae rariores carinthiacae. In: Collectanea as botanicam, chemiam et historiam naturalem, hrsg. von N. J. Jacquin, Vol. I (1786) S. 186-364, Vol. II (1788) S. 112-234, Vol. III (1789) S. 3-166, Vol. IV (1790) S. 227-348.
  • Descriptiones Quorumdam Capensium Insectorum, 1786 (Digitalisat)
  • Plantae rariores descriptae, 1803
  • Cryptogama aquatica, 1803
  • Flora Norica phanerogama, 1858[7] (გამოიცა სიკვდილის შემდგომ)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #117388661 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Dr. Constant v. Wurzbach Wulfen, Franz Xaver Freiherr // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 58. — S. 265.
  3. ADB: Wulfen, Franz Xaver Freiherr von @ Allgemeine Deutsche Biographie
  4. Antonio Schmidt-Brentano: Kaiserliche und k. k. Generale (1618–1815), Österreichisches Staatsarchiv 2006, S. 112
  5. Handbook of Mineralogy, წაკითხვის თარიღი 13 იანვარი, 2021
  6. Wulfen, Franz Xaver Freiherr von @ „AEIOU Encyclopedia“, წაკითხვის თარიღი 13 იანვარი, 2021
  7. Franz Xaver von Wulfen @ de.Wikisource