ირაკლი ლომოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ირაკლი ლომოური
Irakli Lomouri-2017.jpg
დაბ. თარიღი 12 აპრილი 1959(1959-04-12) (60 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მთარგმნელი, სცენარისტი, დრამატურგი და მწერალი
ენა ქართული ენა, რუსული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus შემთხვევა და ავტონეკროლოგი
საიტი armuri.georgianforum.com/t560-topic

ირაკლი ლომოური (დ. 12 აპრილი, 1959, თბილისი, საქართველო) – ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1959 წლის 12 აპრილს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

პირველი მოთხრობა „შემთხვევა“ გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1982 წელს.

ირაკლი ლომოურის შემოქმედება ერთი ფრაზით ასეც შეიძლება დახასიათდეს: აბსურდული მისტიფიკაციები ცხოვრებისეული აბსურდების მიხედვით...

გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში.

1989–1991 წლებში – გაზეთების "საქართველო" და "თავისუფალი საქართველო" რედაქციებში.

1992–1996 წლებში იყო საპატრიარქოს ბიბლიოთეკის გამგე და იმავდროულად სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

სხვადასხვა დროს ასწავლიდა ისტორიასა და რელიგიის ისტორიას თბილისის სკოლებში, ასევე კითხულობდა ლექციებს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.

იყო ჟურნალ "დილას" დამატების პასუხისმგებელი რედაქტორი.

გამოცემული აქვს გაზეთ "საოჯახო საკითხავის" ერთადერთი ნომერი 1995 წელს.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შემთხვევა (მოთხრობები, ზღაპრები, პიესები). რედ.: როსტომ ჩხეიძე ; ნახატი გარეკანზე ჯემალ ლოლუასი; თბ.: ლომისი, 2000. 196გვ.
  • ექსლიბრისი (მოთხრობები). რედ.: როსტომ ჩხეიძე; მხატვ.: კარლო ფაჩულია; თბ.: ლომისი, 2003. 380 გვ. ISBN 99928-30-45-X
  • "სიტყვაკაზმული კაქტუსი" (მოთხრობები). რედ.: როსტომ ჩხეიძე ; მხატვ.: კარლო ფაჩულია. თბ., 2005, 254 გვ.
  • მკვლელობა სექსოლოგიურ ცენტრში (დეტექტური რომანი). რედ. რუსუდან დარჩიაშვილი. თბ.: პალიტრა L, 2007 (შპს ფავორიტი), 368 გვ. ISBN 978-99940-53-52-0
  • ქალაქ ტფილისის მარკა, ანუ მკვლელობა ოჯახურ წრეში (დეტექტური რომანი). რედ. რუსუდან დარჩიაშვილი. თბ.: პალიტრა L, 2008 (შპს ფავორიტი), 296 გვ. ISBN 978-99940-53-82-7
  • 33 სახალისო რითმოცანა, (ლექსები ბავშვებისათვის). მხატვ. ნინო აფციაური; თბ.: პალიტრა L, 2009 (შპს ფავორიტი), 32 გვ. ISBN 978-99940-42-32-6
  • პარალელური საქართველოს ქრონიკები (ნოველა. მოთხრობები). თბ. გამომცემლობა გუმბათი–2007, 2011, გვ. 184, ISBN 978-9941-0-1896-1
  • ავტონეკროლოგი (გამოკრებილი მოთხრობები). რედ. თამარ გელოვანი. თბ. გამომცემლობა უსტარი, 400 გვ. ISBN 978-9941-9261-3-6
  • რას ქადაგებს სამი მსოფლიო რელიგია[1] (სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევი), თბ. გამომცემლობა უსტარი, 2013
  • ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს, უფრო კი მის მდივან-რეფერენტს (და სხვა წერილები), თბ. გამომცემლობა ინტელექტი, 2013, 170 გვ. ISBN 978-9941-446-93-1
  • პარიზელი ქალი[2] (მოთხრობები). თბ. გამომცემლობა ინტელექტი, 2013, 170 გვ. ISBN 978-9941-446-94-8

ქათულად თარგმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "რაინდები და ციხე-კოშკები" ავტორი: ფილიპ დიქსონი – რედ. ლაკლამ მაკლაინი ; ქართ. გამოც. რედაქცია: მთარგმნ. ირაკლი ლომოური ; რედ. ეკატერინე სუმბათაშვილი. - თბ. : პალიტრა L, 2010. - 64 გვ. – ISBN 978-99940-42-84-5
  • "ცხოველები", ავტორი: კარენ მაკგი, ჯორჯ მაკეი – ქართ. რედაქცია: მთარგმნ.: ნინო ბელთაძე, ირაკლი ლომოური; რედ.: ნინო ბელთაძე, ლია შერვაშიძე. - თბ. : პალიტრა L, 2009. - 256 გვ. – ISBN 978-99940-42-71-5
  • "მოკლე მოთხრობები", ავტორი: ო'ჰენრი; ინგლ. თარგმნა, წინასიტყვ., კომენტარები და შენიშვნ. დაურთო ირაკლი ლომოურმა; რედ. კახაბერ თოდუა; მხატვ. გიორგი დოლიძე - თბ. : პალიტრა L, 2009 (შპს "კოლორი"). - 367 გვ. – ISBN 978-99940-42-52-4
  • "ნათლია", ავტორი: მარიო პიუზო – ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ლომოურმა; რედ.: ლია შარვაშიძე. - თბ.: ანბანი, 2007 (შპს "ფავორიტი"). - 654გვ. - ISBN 978-999-40-24-03-2
  • "ოქროს რვეული", ავტორი: დორის ლესინგი – ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ლომოურმა; თბ.: პალიტრა L, 2012, ISBN 978-9941-19-622-5

თეატრებში დაიდგა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "რა ურჩევნია მამულსა?" – გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, რეჟისორი ალექსი ჯაყელი – 1987 წ.
  • "ნეტარ არიან" (თანაავტორი ალექსი ჯაყელი) – მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრი, რეჟისორი ალექსი ჯაყელი – 1989 წ.

რადიოთეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ჭაში" – რეჟისორი ზურაბ კანდელაკი, 1988 წ.
  • "ბუუ" – დაიწერა BBC–ის რადიოპიესების კონკურსისათვის.

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი ლომოური იყო ერთ–ერთი სცენარისტი თოჯინური სერიალისა "ჩვენი ეზო" (Save The Children-ის და "ტელეიმედის" ერთობლივი პროექტი) – 2007–2009 წ.წ.

პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]