კლაუდიო რანიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლაუდიო რანიერი
Claudio Ranieri
Claudio Ranieri Inter.jpg
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
20 ოქტომბერი, 1951 (1951-10-20) (66 წლის)
დაბადების
ადგილი
რომი, იტალია
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლესტერ სიტი (მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973-1974 რომა 6 (0)
1974-1982 კატანძარო 225 (8)
1982-1984 კატანია 92 (1)
1984-1986 პალერმო 40 (0)
სულ 363 (9)
სამწვრთნელო კარიერა
឵឵឵឵឴឴឴឴឴឴឴឴឴1986-1987 ឵឵឵឵឵឵឵឵឵឵ლამეტინი
1987-1988 პუტეოლანა
1988–1991 კალიარი
1991-1993 ნაპოლი
1993-1997 ფიორენტინა
1997-1999 ვალენსია
1999-2000 ატლეტიკო
2000-2004 ჩელსი
2004-2005 ვალენსია
2007 პარმა
2007-2009 იუვენტუსი
2009-2011 რომა
2011-2012 ინტერი
2012-2014 მონაკო
2014 საბერძნეთი
2015- ლესტერ სიტი
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

კლაუდიო რანიერი (იტალ. Claudio Ranieri; დ. 20 ოქტომბერი, 1951, რომი, იტალია) — იტალიელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ინგლისურ კლუბ „ლესტერ სიტი“ წვრთნის. წარსულში რანიერი წვრთნიდა ისეთ კლუბებს, როგორიცაა „კალიარი“, „ნაპოლი“, „ფიორენტინა“, „ვალენსია”, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „პარმა“, „იუვენტუსი”, „რომა“, „ინტერნაციონალე“ და „მონაკო“. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაინიშნა საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 4 თვეში გაათავისუფლეს.

ფეხბურთელის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანიერისთვის პირველი პროფესიონალური გუნდი იყო „რომა“, რომელშიც 1973 წელს ჩაირიცხა და 2 სეზონი გაატარა, თუმცა მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის ასევე ირიცხებოდა შემდეგ კლუბებში: „კატანძარო“, „კატანია“ და „პალერმო“. რანიერი მცველის პოზიციაზე თამაშობდა, მან კარიერის მანძილზე 363 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა.

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩელსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიელი სპეციალისტი ინგლისურ კლუბში 2000 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა. საწყის პერიოდში მას ენობრივი ბარიერი უშლიდა ხელს მუშაობაში, თუმცა გუნდში იყვნენ იტალიური ენის მცოდნე ფეხბურთელები, რაც აადვილებდა პროცესს. პირველ სეზონში „ჩელსიმ“ პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა და უეფას თასის საგზური მოიპოვა. 2001 წლის ზაფხულში რანიერის სურდა გუნდის რეკონსტრუქცია და გაახალგაზრდავება. გუნდმა შეიძინა ფრენკ ლამპარდი („ვესტ ჰემიდან“), ბუდევეინ ზენდენი, ემანუელ პეტი (ორივე „ბარსელონიდან“), იესპერ გრიონკიაერი („აიაქსიდან“) და უილიამ გალასი (მარსელის „ოლიმპიკი“). ჯამში „ჩელსის“ აღნიშნული ტრანსფერები 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

2001-2002 წლების სეზონში „ჩელსიმ“ კვლავ მე-6 ადგილი დაიკავა. ასევე გუნდი გავიდა ფა თასის ფინალში, სადაც „არსენალთან“ 2-0 დამარცხდა. 2002-2003 წლების სეზონში რანიერის გუნდმა მოახერხა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. 2003 წლის ზაფხულში „ჩელსის“ სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც კლაუდიო რანიერის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პასიურობა მოუწია და მხოლოდ ენრიკე დე ლუკასის („ესპანიოლიდან“) დამატება მოუწია თავისუფალი აგენტის სტატუსით. ასეთ ვითარებაში იტალიელმა გამოსავალი ახალგაზრდებში იპოვა. მან ჯონ ტერის, რობერტ ჰატსა და კარლტონ კოულს შანსი მისცა და მათაც ეს შანსი გამოიყენეს.

2003 წელს, როდესაც რუსმა მილიარდელმა, რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ იყიდა, კლაუდიო რანიერის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უდიდესი შესაძლებლობები გაეხსნა. გუნდმა 120 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა და დაიმატა შემდეგი ფეხბურთელები: უეინ ბრიჯი, ჯო კოული, გლენ ჯონსონი, ხუან სებასტიან ვერონი, ერნან კრესპო, კლოდ მაკელელე და ადრიან მუტუ. მსგავსმა ინვესტიციამ შედეგი გამოიღო. „ჩელსიმ“ 2003-2004 წლების სეზონში დაიკავა უმაღლესი პოზიცია ბოლო 49 წლის მანძილზე და მხოლოდ „არსენალს“ ჩამორჩა ცხრილში. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგულ „მონაკოსთან“ დამარცხდა. სეზონის ბოლოს რანიერიმ თანამდებობა დატოვა და „ვალენსიას“ მიაშურა.

კლაუდიო რანიერიმ მომდევნო 5 წლის მანძილზე იმუშავა „ვალენსიაში“ (2004-2005), „პარმასა“ (2007) და „იუვენტუსში“ (2007-2009). ესპანურ გუნდთან ერთად მან 2004 წელს უეფას სუპერთასი მოიგო. „იუვენტუსში“ ის 2007 წელს დაინიშნა. მან იტალიური გუნდი 2007-2008 წლების სეზონში მესამე ადგილზე გაიყვანა სერია ა-ში. მომდევნო სეზონი გუნდმა კარგად დაიწყო, თუმცა გადამწყვეტ ეტაპზე ჩემპიონობა „ინტერნაციონალეს“ დაუთმო, რასაც კლაუდიო რანიერის გათავისუფლება მოჰყვა 2009 წლის 18 მაისს. 2009 წლის 1-ელ სექტემბერს იტალიელმა სპეციალისტმა „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა. არასახარბიელო შედეგების გამო, ის გუნდიდან 2011 წლის 20 თებერვალს დაითხოვეს.

ინტერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის 22 სექტემბერს, კლაუდიო რანიერი მილანის „ინტერნაციონალეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მან ზაფხულში ჯან პიერო გასპერინის ადგილი დაიკავა, რომელმაც პოსტი სეზონის საშინელი სტარტის გამო დატოვა (5-დან 4 წაგება). იტალიელმა კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. 24 სექტემბერს სადებიუტო მატჩში ნერაძურიმ („ინტერის“ მეტსახელი) 3-1 დაამარცხა „ბოლონია“. ზამთრის პერიოდში „ინტერმა“ სერია ა-ში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო (ერთ-ერთი „მილანთან“ 1-0) და ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა, თუმცა მეორე წრეში გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მარსელის „ოლიმპიკთან“ მერვედფნალური დაპირისპირება დათმო. საბოლოოდ „ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში მერვეზე გავიდა (ბოლო 13 მატჩიდან მხოლოდ 2 მოგება), რამაც კლაუდიო რანიერის გათავისუფლება გამოიწვია.

მონაკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 30 მაისს კლაუდიო რანიერი საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში მოასპარეზე „მონაკოში“ მიიწვიეს. ამ პერიოდში ფრანგული კლუბი რუსმა მილიარდემა დიმიტრი რიბოლოვლევმა შეისყიდა და მასში დიდი ინვესტიცია ჩადო. პირველივე სეზონში იტალიელმა გუნდი უმაღლეს ჩემპიონატში გადაიყვანა (პირველი ადგილით). 2013-2014 წლების ლიგა 1-ში „მონაკო“ მეორეზე გავიდა, რის შემდეგაც „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი გაათავისუფლეს.

ლესტერ სიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 13 ივლისს, პრემიერ ლიგის კლუბმა „ლესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია კლაუდიო რანიერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ. რანიერის თავკაცობით გუნდი შესანიშნავად ათამაშდა და მთელი საფეხბურთო სამყაროს აღფრთოვანება გამოიწვია. თუ 2014 წელს შობას გუნდი გასავარდნ ზონაში შეხვდა, 2015 წლის 25 დეკემბერს "ლესტერი" ცხრილის პირველ პოზიციაზე იყო. ასევე აღსანიშნავია ინგლისელი თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი, რომელმაც პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა ზედიზედ 11 შეხვედრაში გატანილი 13 გოლით.
2016 წლის 2 მაისს, ლესტერის უშუალო კონკურენტმა ტოტენჰემმა ფრედ დაასრულა მატჩი ჩელსის წინააღმდეგ ანგარიშით 2-2 და შედეგად ლესტერი, 2 ტურით ადრე ოფიციალურად გახდა ინგლისის ჩემპიონი, პირველად კლუბის 132 წლიან ისტორიაში.

ტიტულები და მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ფეხბურთელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კატანძარო“
„კატანია“
„პალერმო“

როგორც მწვრთნელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„კალიარი“
„ფიორენტინა“
„ვალენსია“
„მონაკო“
ლესტერი

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი: სექტემბერი 2003; მარტი 2004; ნოემბერი 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]