ხაენის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხაენის პროვინცია

ხაენი — პროვინცია სამხრეთ ესპანეთში. შედის ანდალუსიის ავტონომიური რეგიონის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხაენი. ფართობი 13 489 კმ2. მოსახლეობა 660 ათასი ადამიანი (2005 წელი). პროვინცია არის ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის წარმოების უმსხვილესი ცენტრი. პროვინციის ქალაქ ლინარესში პერიოდულად იმართება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]