შინაარსზე გადასვლა

ვატიკანის ტურიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტურიზმი ვატიკანში)

ვატიკანი არის პოპულარული ადგილი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით ქრისტიანებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ იხილონ რომის პაპი ან მათი რწმენა ახლოს გაიცნონ.

ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წმინდა პეტრეს ბაზილიკა, წმინდა პეტრეს მოედანი, ვატიკანის მუზეუმები და რაფაელის ლოჟა.

პილიგრიმელები ხშირად სტუმრობენ ვატიკანს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც აღინიშნება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი, მაგალითად: შობა და აღდგომა. გარდა ამისა, მომლოცველთა რაოდენობა მატულობს პაპის დაკრძალვაზე ან ახალი პაპის არჩევისას.

ტურიზმი არის ვატიკანის ეკონომიკის ძირითადი წყარო.

ვატიკანი დანაშაულის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რასაც ტურიზმი განაპირობებს, ტურისტებს ბრალი ედებათ სხვადასხვა მცირე ქურდობასა და ინციდენტებში.