დიკასტერია
იერსახე
დიკასტერია (ბერძ. δικαστήριον — კანონიერი სასამართლო) — ჰეილეისტთა სასამართლო დანაყოფი ძველ ათენში, რომელსაც მიიჩნევენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაპრად. დიკასტერია ერქვა მთავარ სასამართლო ადგილს, რომელიც მდებარეობდა ქალაქის მოედანზე. სახალხო მოსამართლეებს დიკასტებსა და ჰელეასტებს უწოდებდნენ. ათენის დიკასტერია გამოირჩეოდა მოსამართლეთა სიმრავლით, სხდომათა საჯაროობითა და უაპელაციო გადაწყვეტილებებით.
დიკასტერია ჰეილეისტთა სასამართლოს დანაყოფია კლისთენეს დემოკრატიული რეფორმებიდან მოყოლებული (ძვ. წ. 508–507), როდესაც ჰეილეია გარდაიქმნა სააპელაციო სასამართლოდ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიკასტერია დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. , ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
- Dicastery (ინგლისური)