პაპის კონკლავი
კონკლავი — კათოლიკური ეკლესიის კარდინალთა კოლეგიის შეხვედრა, რომის ეპისკოპოსის არჩევის მიზნით, რომელიც ავტომატურად ხდება კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი, რომის პაპი. კათოლიკები პაპს ხედავენ, როგორც წმინდა პეტრეს გამგრძელებელს და კათოლიკური ეკლესიის მიწიერ ხელმძღვანელს. კონკლავი ინსტიტუციის ხელმძღვანელის არჩევის ყველაზე ძველ მეთოდს წარმოადგენს, იმ მეთოდთა შორის რომელიც დღესაც გამოიყენება. მას შემდეგ რაც მოქმედი პაპი გარდაიცვლება ან თანამდებობიდან გადადგება (266 პაპიდან მხოლოდ 5 გადადგა) კარდინალთა კოლეგია იწყებს შეკრებას. თუ კონკლავის ჩატარების მიზეზი პაპის გარდაცვალებაა მაშინ პროცესი მისი გარდაცვალებიდან 15-20 დღის შემდეგ იწყება, რათა მანამდე შესაბამისად მოემზადონ დაკრძალვისთვის. ხოლო, თუ კონკლავი პაპის გადადგომას მოჰყვება მაშინ მისი დაწყება მალევე შეიძლება, ვინაიდან დაკრძლვის მზადების საჭიროება არ არის. ბოლო შემთხვევა როდესაც პაპი გადადგა იყო 2013 წელს, პაპმა ბენედიქტ XVI-მ დაკავებული ტახტი ასაკის გამო დათმო. კონკლავის ტრადიცია სათავეს პაპ გრიგოლ X-ის გარდაცვალებიდან იღებს (1276 წელი). მანამდე რომის პაპის არჩევას არ ჰქონდა დადგენილი წესები და ისინი ირჩეოდნენ ან ინიშნებობდნენ სხვადასხვა სასულიერო პირების, გავლენიანი ოჯახების, მეფეების და იმპერატორების მიერ.
კონკლავის წესების დადგენა 1274 წელს თავად პაპ გრიგოლ X-ის მიერ მოხდა რათა გამოერიცხა საარჩევნო პროცესის დროში გაწელვა. თავად ამ პაპის არჩევას კოლეგიამ თითქმის 3 წელი მოანდომა, რადგან დაპირისპირებული მხარეები ვერ თანხმდებოდნენ სასურველ კანდიდატზე.
კონკლავის წესების მიხედვით, არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ ქალაქში სადაც პაპი გარდაიცვლება, (კენჭისყრის ჩატარება შესაძლებელია სხვადასხვა შენობაში), ამიტომ არჩევნების ლოკაცია დამოკიდებული იყო კონკრეტული პაპის გარდაცვალების ადგილზე. თუმცა 1878 წლიდან მოყოლებული, ყველა ჩატარებული კონკლავი, ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში შედგა. კარდინალების კოლეგია რომელიც პაპის მიერ ინიშნება ძირითადად 115 წევრისაგან შედგება. მათი ასაკი არ უნდა აღრმატრბოდეს 80 წელს, ვინაიდან თითოეული მათგანი პაპობის პოტენციური კანდიდატია. კონკლავის დაწყების დღეს კარდინალები სიქსტეს კაპელაში შედიან და კარებს შიგნიდან კეტავენ. მათ ჩამოერთვებათ ყველა ელექტრო ან სხვა სახის მოწყობილობა რომლებიც მათ გარე სამყაროსთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. ისინი მხოლოდ პაპის არჩევის შემდეგ უბრუნდებიან ყოველდღიურ ცხოვრებას. კენჭისყრა მიმდინარეობს დღეში 4-ჯერ (2 დილით, 2 შუადღეს), კვირაში 6 დღე, მანამ სანამ, რომელიმე კანდიდატი ხმების 2/3 ნაწილს არ დააგროვებს. ბოლო ორ შემთხვევაში (2005 და 2013 წლების კონკლავი), კენჭისყრა მხოლოდ 2 დღეს გაგრძელდა, ვინაიდან კონკრეტულმა კანდიდატებმა მალევე დააგროვეს საჭირო რაოდენობის ხმები. ყოველი კენჭისყრის შემდეგ, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხი, თვალს ადევნებს სიქსტეს კაპელადან ამომავალ კვამლს. შავი კვამლის შემთხვევაში კარდინალთა საბჭო იტყობინება, რომ კენჭისყრა წარუმატებლად დასრულდა, ხოლო თეთრი კვამლის დროს ისინი მსოფლიოს ახალი პაპის არჩრვას ამცნობენ.( კვამლს ფერს სპეციალური ქიმიკატი აძლევს. მათთან ერთად იწვება ბიულეტინებიც რათა არ მოხდეს მათი გარეთ გამოტანა). ხშირია შემთვევა, როდესაც კონკლავის დაწყებამდე გამოიკვეთებიან სავარაუდო ლიდერები, თუმცა ხშირადვე პაპი აბსოლიტურად არაპროგნოზირებადი კანდიდატი ხდება. მაგალითად, 2013 წელს, ხორხე მარიო ბერგოლიო გამარჯვებულთა სავარაუდო სიის ხუთეულშიც არ იყო ნავარაუდები, თუმცა მან მეხუთე კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობის მოპოვება შესძლო და რომის პაპი გახდა. ამიტომაც ითვლება კონკლავი წმინდა რიტუალად, ვიანიდან პაპი სული წმინდის კარნახით ირჩევა.
ხმების 2/3 ნაწილის დაგროვების შემდეგ, კარდინალი არ ხდება პაპი, მანამ სანამ ის ამ გამოწვევას არ დაეთანხმება. ყოფილა შემთხვევები როდესაც გამარჯვებულ კარდინალს უარი უთქვამს მინიჭებულ წოდებაზე, მაგალითად ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ახლადარჩეულმა პაპმა თავად უნდა შეარჩიოს სახელი, რომლითაც შემდგომ მოღვაწეობას გააგრძელებს. ეს სახელები ისტორიის განმავლობაში არაერთხელ გამეორებულა, თუმცა 2013 წელს პაპმა ფრაცისკემ, წმ. ფრანცისკე ასიზელის სახელი პირველმა დაირქვა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი სურვილი, კათოლიკური ეკლესიის ისტორიის ახალი ფურცლების დასაწყებად. მას შემდეგ რაც არჩეული კარდინალი ხდება პაპი, კოლეგია, გარე სამყაროს, თეთრი კვამლით ამცნობს ამ სასიხარულო ამბავს. აქედან რამდენიმე წუთში, კარდინალთა კოლეგიის მეთაური, წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან ლათინურად აცხადებს კონკლავის შედეგებს:
“Annuntio vobis gaudium magnum: habemus Papam! - გიხაროდეთ, დიდ სიხარულს გიცხადებთ: გვყავს რომის პაპი!
Eminentissimum ac Reverendissimum dominum , dominum [ერისკაცობის სახელი],- ყოვლადუსამღვდელოესი და ღვთის პატივსაცემი მეუფე, მეუფე [მაგ: ხორხე მარიო],
Sanctae romanae ecclesiae Cardinalem [ერისკაცობის გვარი], - რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი [მაგ: ბერგოლიო]
Qui sibi nomen imposuit [არჩეული პაპის სახელი] - რომელმაც აირჩია სახელი [მაგ: ფრანცისკე].
წარდგენის შემდეგ, არჩეული რომის პაპი, გამოდის პირველად ხალხის წინაშე და მათ სიტყვით მიმართავს. კონკლავი ოფიციალურად პაპის არჩევის მეორე დღეს სრულდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Conclave“. Encyclopædia Britannica (ინგლისური) (11th ed.). 1911.
|