ასხის მასივი
იერსახე
| ასხის მასივი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°35′46″ ჩ. გ. 42°33′42″ ა. გ. / 42.59611° ჩ. გ. 42.56167° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | გადრეკილა |
| სიმაღლე | 2519 მ |
ასხის მასივი[1] — კავკასიონის სამხრეთი კალთის კირქვული ზოლის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და მაღალი კარსტული მასივი ლეჩხუმ-იმერეთ-ოდიშის საზღვარზე, მდინარე ტეხურსა და ცხენისწყალს შორის. ასხის მასივის უმაღლესი მწვერვალია გადრეკილა (2519 მ). მასივი ცნობილია კარსტული წარმონაქმნებით (თურჩუ-ტობის მიწისქვეშა დინება, ჯორწყუს მღვიმე, ქვიბიას პოლიე). ზღვის დონიდან 2000-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს სამკუთხედის ფორმის უტყეო პლატო „მოედანი“, რომელზეც მრავალი კარსტული ძაბრია. მასივის ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია, ქვემოთ — წიფლის ტყეები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 664.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.