ინჩხონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ინჩხონი
ინჩხონი
Incheon montage 2015.PNG
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
შიდა დაყოფა Gyeyang District, Nam District, Namdong District, Dong District, Bupyeong District, Seo District, Yeonsu District, Jung District, Ganghwa County და Ongjin County
კოორდინატები 37°29′00″ ჩ. გ. 126°38′00″ ა. გ. / 37.48333° ჩ. გ. 126.63333° ა. გ. / 37.48333; 126.63333
მმართველი Yoo Jeon-bok
დაარსდა 1883
ფართობი 1,046.807±0.001 კმ²
მოსახლეობა 2,978,367 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 2,900 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი english.incheon.go.kr/index.do
ინჩხონი — სამხრეთი კორეა
ინჩხონი

ინჩხონი ან ჩემულპო — ქალაქი და ნავსადგური სამხრეთ კორეაში, კორეის ნახევარკუნძულზე. სეულის ავანპორტი ყვითელი ზღვის კანხვამანის ყურეში. მდებარეობს ყვითელი ზღვის სანაპიროზე, მდინარე ხანგანის შესართავის მახლობლად. ინჩხონი სეულისა და პუსანის შემდეგ, კორეის ქალაქებს შორის მოსახლეობით მესამე ადგილს იკავებს. 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 2,978,367 ადამიანი. უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი და დიდი სამრეწველო ცენტრია. XXI საუკუნეში ქალაქი გადაიქცა ბიზნესის საერთაშორისო ცენტრად, რომელიც კონცენტრირებული იყო მაღალტექნოლოგიური ფუტურისტული პროექტის New Songdo City ირგვლივ, რომელშიც მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი შენობა Northeast Asia Trade Tower (305 მ).

ინჩხონის პორტი პუსანის პორტის შემდეგ, სიდიდით მეორეა ქვეყანაში. მას ხელსაყრელი მდებარეობა გააჩნია მდინარე ხანგანის შესართავის რაიონში. პორტი დაარსდა 1883 წელს ჩემულპხოს სახელწოდებით და იმდროისათვის ქალაქის მოსახლეობა 4700 ადამიანს შეადგენდა. დღეს, ინჩხონი დინამიურად მზარდი ქალაქია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 3 მილიონს უახლოვდება. ინჩხონს აქვს აგრეთვე თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსი, რომელიც მიმართულია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. სულ კორეაში არსებობს ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა (მეორეა პუსან-ჩინხე).

ინჩხონს ხშირად უწოდებენ „კორეის დედაქალაქის კარიბჭეს“ და განიხილავენ როგორც დიდი სეულის ნაწილს. სეულისა და ინჩხონის მეტროპოლიტენი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. თუმცა ინჩხონი არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და კორეის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი.

პირველი დასახლება თანამედროვე ინჩხონის ტერიტორიაზე ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში გაჩნდა. შუა საუკუნეებში (განსაკუთრებით XIV საუკუნის დასასრულიდან) ინჩხონი კორეის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იყო. XIX საუკუნის ბოლოდან გაიხსნა უცხოეთთან ვაჭრობისათვის. ინჩხონის ნავსაყუდელში გმირულად დაიღუპა რუსული კრეისერი „ვარიაგი“ და ქვემეხიანი ნავი „კორეეცი“ 1904 წელს. 1919 წლის მარტის სახალხო აჯანყების დროს ინჩხონის მოსახლეობა ბარიკადებზე იბრძოდა იაპონელ დამსჯელთა წინააღმდეგ. 1950 წელს კორეის ომის დროს აქ გაიმართა ინჩხონის სადესანტო ოპერაცია.

XXI საუკუნის დასაწყისიდან ინჩხონი იყო დიდი საპორტო ქალაქი მოსახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი, მძლავრი სამრეწველო ცენტრი განვითარებული მანქანათმშენებლობით, გემთშენებით, ფოლადსამსხმელოთი, ნავთობგადასამუშავებელი, ქიმიური, ელექტროტექნიკური, ტექსტილის, საფქვავი წარმოებით. ქალაქში აგრეთვე განვითარებულია ფურცლოვანი მინისა და ფაიფურ-ქაშანურის დამზადება. მოქმედებს დიდი თბოელექტროსადგური.

ინჩხონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა შედგება სამი ნაწილისაგან: New Songdo City, Cheongna და Yeongjong. ზონის საერთო ფართობია 20 938 ჰექტარი. ინჩხონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მთავრობამ 2003 წლის აგვისტოში გამოაცხადა, რითაც იგი გახდა ქვეყნის პირველი თავისუფალი ეკონომიკური ზონა.

პროექტი New Songdo City გაეშვა 1994 წელს და შენდება რეკულტივირებულ მიწაზე. გეგმის თანახმად, ქალაქის ეს ნაწილი უნდა გახდეს სხვადასხვა პროფილის საერთაშორისო კომპანიების თავმოყრის, საერთაშორისო ვაჭრობის, მაღალი ტექნოლოგიების ადგილი. პროექტის დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

ინჩხონი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ცენტრია. ქალაქშია ინჩხონის მეტროპოლიტენი. ქალაქის დასავლეთით მოქმედებს ინჩხონის საერთაშორისო აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]