თეიმურაზ ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
 
ამის შემდეგ თეიმურაზი, რომელიც მისი სიტყვებით, მამა მისის ხანმოკლე სიცოცხლის გამო დარჩა უმამულოდ, იმყოფება თავის სამ დასთან ერთად დავითის ხარჯზე<ref>«Акты», I, გვ. 308</ref>. ის მცირე ადგილებიც კი, რომელიც მამამ მისცა მას, [[ნაზარსკეტი]], [[კარაჯალი]] და [[ლომისციხე]], მიეტაცა [[კირილე ავალიშვილი|კირილე ავალიშვილს]].
 
1802 წლის 11 აპრილით დათარიღებული განცხადებით თეიმურაზი მიმართავს კნორინგს, რათა უკანონოდ მიტაცებული ლომისციხე, რომელიც მას ემსახურებოდა მამის სიცოცხლეში და დავითის მმართველობის დროსაც, დაუბრუნდეს, დაუნიშნონ მოურავი და იქ სხვა არავის ჰქონდეს ხელი. ამავე მამულების თეიმურაზისათვის დაბრუნებას მოითხოვდა დავითის 1802 წლის 19 მაისის წერილიც.
 
ჯერ კიდევ 1801 წლის თებერვალში, როდესაც თეიმურაზი გორში იმყოფებოდა მან განაცხადა სურვილი რუსეთში წასვლისა. ზოგ ბატონიშვილს ამისთვის დროც დაუნიშნეს, მაგრამ თეიმურაზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და გამგზავრების დრო აღარ დანიშნა<ref>«Акты», I, გვ. 311</ref>.
 
[[1803]] წელს [[სპარსეთი|სპარსეთში]] გაიქცა და იქ თავის ბიძა [[ალექსანდრე ბატონიშვილი, ერეკლე II-ის ძე|ალექსანდრე ბატონიშვილთან]] ცხოვრობდა. [[1810]] წელს სამშობლოში დაბრუნდა, მალე [[სანქტ-პეტერბურგი|პეტერბურგში]] გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე [[1813]] წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

სანავიგაციო მენიუ