განხილვა:თეიმურაზ ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი მარი ბროსე წერდა : "მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულია განათლებულ გონებასთან და ვრცელ მეცნიერებასთან, რომელიც მწერლობით შრომაში პოულობს კეთილშობილურ გასართობს, რომლის მიზანი არის თავისი შრომით უკვდავყოს ხსენება თავისი ერისა, რომლის მდაბალ მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა – აღვიარებ ჩემს თავსა." როგორც ვხედავთ – ბროსე თეიმურაზს მართლაც თავის მასწავლებლად თვლიდა.

ის იყო ევროპული ტიპის პირველი ქართველი მეცნიერი, ახალი ქართული მეცნიერების ერთ–ერთი წინამორბედი.

კრწანისის ბრძოლაში ის არ მონაწილეობდა, ამიტომ სტატიის დასაწყისში ამის დაწერა შ ე ც დ ო მ ა ა, რადგან მაშინ მხოლოდ 13 წლის იყო და არაბრძოლისუნარიან ოჯახის წევრებთან ერთად იქნებოდა. თუმცა მონაყოლითა და განაგონით, სპარსული მასალის ცოდნით, მან ერთ–ერთმა კარგად აღწერა კრწანისის ბრძოლის დეტალები. აღწერილი აქვს პაპის, ერეკლე მეორის ცხოვრების ბოლო დღეები.

გასაკვირია,რომ კრწანისის ომის უშუალო და აქტიურ მონაწილეებს,მწერლებსა და მეცნიერებს, მის ძმებს დავითს და იოანეს არა აქვთ აღწერილი კრწანისის ბრძოლა.

მიშვნელოვანია მისი ნაშრომები რომლებიც საქართველოს ისტორიას ეხება.ასევე აღწერს თავის მოგზაურობას ევროპაში.

კარგი იქნება ამ სტატიის გაღრმავება მისი ნაშრომების ჩვენებით ( რომლებიც დაბეჭდილია) და მასზე არსებული ლიტერატურის უფრო მეტად გარჩევით.

პატივისცემით 

თეიმურაზ პეტრიაშვილი

ბატონო თეიმურაზ! უღრმესი მადლობა თქვენი შენიშვნებისთვის, მაგრამ თქვენთან ერთი თხოვნა გვექნება :) გაცილებით უკეთესი იქნება, თუ დარეგისტირირდებით, რადგანაც ამ შემთხვევაში გაცილებით უკეთესად შევძლებთ კომუნიკაციას.პატივისცემით,--იორგი; 16:30, 3 სექტემბერი 2011 (UTC)
გამარჯობა, ბატონო თეიმურაზ. ვეთანხმები გიორგის. უკეთესი იქნება, თუ დარეგისტრირდებით ვიღიმიNodar Kherkheulidze განხილვა 16:32, 3 სექტემბერი 2011 (UTC)
ალბათ მართალი ბრძანდებით და ვეცდები დავრეგისტრირდე.
ისე ალბათ მეთანხმებით, რომ ომის მონაწილე ვერ იქნებოდა და ვინმე უცხოელმა თუ ნახა არ დაგვიჯერებს ან დაგვცინებს.
პატივისცემით თ.პ.
ბატონო გიორგი და ბატონო ნოდარ დავრეგისტრირდი – თეიმურაზი–ს სახელით. უდროობის გამო წესებს ნელ–ნელა ვეცნობი. ორი დღის წინ მოვახდინე დიდი ქიმიკოსის– ვასილ პეტრიაშვილის სტატიის, ფაქტიურად შექმნა, მართალია ალბათ ვიკიპედიურად გაუმართავის. ეროვნულ საქმედ ვთვლი და ვეცდები ვიკიპედიაში წვლილის შეტანას, გამოცდილი ვიკიპედიელების დახმარებით.
ახლა ჯიუტობაში არ ჩამომართვათ და აჯობებს – თეიმურაზ ბატონიშვილთან –წაიშალოს ,რომ ის კრწანისის ბრძოლაში მონაწილეობდა. 13 წლის შვილიშვილს ერეკლე ომში არ გაიყვანდა და არც გაუყვანია. ეს მასალა კარგად ვიცი.
პატივისცემით თეიმურაზი (პეტრიაშვილი). თუ მე მაქვს ჩასწორების უფლება?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა თეიმურაზი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.
დიახ, რა თქმა უნდა, ასეთი შეცდომები შეგიძლიათ პირდაპირვე წაშალოთ - ამისთვის არავისი ნებართვა არ გჭირდებათ. თუ დაგჭირდათ დახმარება, შეგიძიათ პირდაპირ მე ან ნოდარს მოგვმართთ, დიდი სიამოვნებით მოგეხმარებით! :)--Melberg; 18:32, 24 სექტემბერი 2011 (UTC)
გმადლობთ !