ფარნაოზ ბატონიშვილი
ფარნაოზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1775 — გ. 30 მარტი, 1852) — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილი. 1801 წელს თავის უფროს ძმასთან იულონთან ერთად ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1805 წელს ვორონეჟში გადაასახლეს. შემდეგ პეტერბურგში ცხოვრობდა, მაგრამ რუსეთის სამსახურში არ შესულა.
1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც[1].
დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წელს ფარნაოზ ბატონიშვილი დაქორწინდა ქსნის უკანასკნელი ერისთავის გიორგის ქალიშვილზე ანაზე. ანა გარდაიცვალა სანქტ პეტერბურგში და დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ფარნაოზს ანასაგან შეეძინა ერთი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი:
- დავითი — გარდაიცვალა ბავშვობაში;
- სალომე (დ. 1797 – გ. 20 აგვისტო, 1860) — გარდაიცვალა დაუოჯახებელი სანქტ-პეტერბურგში;
- სოფიო (დ. 1798 – გ. ?) — გარდაიცვალა ახალგაზრდა;
- ელენე (დ. 1799 – გ. 7 ივლისი, 1867) — გარდაიცვალა დაუოჯახებელი ცარსკოე-სელოში;
- ელისაბედი (დ. 4 ოქტომბერი, 1800 – გ. 21 დეკემბერი, 1819) — გარდაიცვალა დაუოჯახებელი ალექსანდრე ნეველის ლავრაში;
- ნინო (დ. 28 სექტემბერი, 1802 – გ. 1 სექტემბერი, 1828) — იყო დაქორწინებული ალექსანდრე დადიანზე. თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941;
- იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978;
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973
- ბარამიძე არ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 232.