ილია ბატონიშვილი
ილია ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1790, თბილისი — გ. 1854, მოსკოვი) — მეფე გიორგი XII-ის ძე. 1808 დედასთან, დედოფალ მარიამთან ერთად ადმინისტრაციული წესით რუსეთში გადაასახლეს. სწავლობდა პაჟთა კორპუსში. 1812-1823 წლებში მსახურობდა რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა 1812 წლის ომში ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. 1823 წელს პოლკოვნიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან. დასახლდა მოსკოვში.
1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს (ფარნაოზი ერეკლეს ძე; გიორგის ძეები: თეიმურაზი, მიხეილი, ილია, ოქროპირი, ერეკლე; იულონის ძეები: ლუარსაბი და დიმიტრი; იოანეს შვილიშვილი - იოანე; ბაგრატ გიორგის ძის შვილები: დავითი და ალექსანდრე; კონსტანტინე დავითის ძე; იმერეთის მეფის გიორგი ალექსანდრეს ძის შვილები: ალექსანდრე და დიმიტრი), რუსეთის იმპერატორის ბრძანებით „უვადო“ პენსიაზე დაემატათ „შთამომავლობითი“ პენსიაც[1].
აქ 1844 ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ინგლისელი ფილოსოფოსის ს. კლარკის (1675-1729) მიმოწერა გერმანელ ფილოსოფოს გ. ლაიბნიცთან (1646-1716): „ბაასი ორთა უჩინებულესთა ფილოსოფთა ევროპიისათა კლარკ და ლეიბნიცისა“.
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ილია ბატონიშვილი დაქორწინდა მოსკოვში 1827 წელს, ანასტასია გრიგორიევნა ობოლენსკაიაზე. მას და ანასტასიას ეყოლათ 13 შვილი:
სურათი | სახელი | სიცოცხლის წლები | ოჯახი |
Princess Anna Ilynichna Gruzinskaya.jpg | ანა გრუზინსკაია | 1828 - 5 ოქტომბერი, 1905 | დაქორწინებული იყო გენერალ დავით ჭავჭავაძეზე (1817-1884), რომლისგანაც ეყოლა ვაჟი არჩილ გრუზინსკი (1869-1913) |
Princess Varvara Ilynichna Gruzinskaya -1.jpg | ბარბარე გრუზინსკაია | 1831 - 18 მარტი, 1884 | დაქორწინებული იყო ილია ორბელიანზე (1818–1853), რომლისგანაც ეყოლა ორი ვაჟი: გიორგი გრუზინსკი (1853–1924) და დიმიტრი გრუზინსკი (დაიბადა 1853) |
Princess Gayana Ilynichna Gruzinskaya.jpg | გაიანე გრუზინსკაია | 1832 - 5 ივნისი, 1903 | |
Prince Grigory I. Gruzinsky.jpg | გრიგოლ გრუზინსკი | 15 ნოემბერი, 1833 - 18 სექტემბერი, 1899 | 1864 წელს ცოლად შეირთო ოლგა ფროლოვა (1844-1902), რომლისგანაც ეყოლა 7 ვაჟი: ალექსანდრე გრუზინსკი (1867–1917), ილია გრუზინსკი (1867–1947), პეტრე გრუზინსკი (1868–1922), ანასტასია გრუზინსკაია (1871–1956), ელისაბედ გრუზინსკაია (1873–1901), თამარ გრუზინსკაია (1874–1898) და ნინა გრუზინსკი (1876–1895) |
Prince Gruzinsky COA (B&W).jpg | პეტრე გრუზინსკი | 1833/1836 - 17 სექტემბერი, 1855 | |
Prince Gruzinsky COA (B&W).jpg | ელისაბედ გრუზინსკი | 6 მარტი, 1836 - 1890 | დაქორწინდა 1857 წელს არკადი ბაშმაკოვზე |
Prince Dimitri I. Gruzinsky.jpg | დიმიტრი გრუზინსკი | 1839 - 7 იანვარი, 1860 | |
Princess Olga Ilynichna Gruzinskaya.jpg | ოლღა გრუზინსკაია (გულბათი) | 1840 - 18 ივლისი, 1913 | |
Princess Vera Ilynichna Gruzinskaya.jpg | ვერა გრუზინსკაია | 1842–1861 | დაქორწინდა 1860 წელს ნიკოლოზ სვიატოპოლმისკიზე |
Prince Nikolay I. Gruzinsky.jpg | ნიკოლოზ გრუზინსკი | 7 აგვისტო, 1844 - 24 ოქტომბერი, 1916 | დაქორწინდა 1868 წელს მარია მიხაილოვნა კატენინაზე, რომლისგანაც ეყოლა ექვსი შვილი: მარია გრუზინსკაია (1869–1901), ნადეჟდა გრუზინსკაია (1871–1907), ილია გრუზინსკი (1874–1879), ანასტასია გრუზინსკაია (1880–1936), მიხეილ გრუზინსკი (1886–1917) და ოლგა გრუზინსკაია (გარდაიცვალა 1902) |
Princess Aleksandra Ilynichna Gruzinskaya in Italian costume.jpg | ალექსანდრა გრუზინსკაია | გარდაიცვალა 24 სექტემბერი, 1909 | |
Princess Ekaterina Ilynichna Gruzinskaya.jpg | ეკატერინე გრუზინსკაია | გარდაიცვალა 1888 | |
Prince Gruzinsky COA (B&W).jpg | ნადეჟდა გრუზინსკაია | 1847-1930 | დაქორწინებული იყო მიხეილ ალექსანდროვიჩ პერევიზე |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 106.