კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
[[სურათი:USSR stamp K.Marjanishvili 1972 4k.jpg|მინი|200პქ|[[საფოსტო მარკა]] [[სსრკ]], კოტე მარჯანიშვილი, [[1972]] (Michel 4048, Scott 4013)]]
[[ფაილი:რუსთაველის თეატრის დასი.jpg|მინიატიურა|რუსთაველის თეატრის დასი: კოტე მარჯანიშვილი, ვ. სიმონიშვილი, [[ალექსანდრე ახმეტელი]], დ. ჩხეიძე, [[მიხეილ ქორელი]], ა. გველესიანი, [[ვალერიან სიდამონ-ერისთავი]], [[დოდო ანთაძე]]]]
განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა [[1894]] წელს ქუთაისის დრამატულ დასში, რომელსაც [[მესხი, კოტე | კ. მესხი]] ხელმძღვანელობდა. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე, შეასრულა ერეკლეს როლი [[წერეთელი, აკაკი | ა. წერეთლის]] დრამატულ პოემაში "პატარა„პატარა კახი"კახი“. [[1897]] წელს მარჯანიშვილი [[რუსეთი | რუსეთში]] გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, [[ქერჩი|ქერჩში]], [[ბაქო]]ში, [[ტაშკენტი|ტაშკენტში]], [[აშხაბადი|აშხაბადში]], [[ტულა]]ში, [[ლუგანსკი|ლუგანსკში]], [[ვიატკა]]ში.
 
1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში [[ვიატკა]]ში დადგა [[ჩეხოვი, ანტონ | ა. ჩეხოვის]] პიესა "ძია„ძია ვანია"ვანია“. 1904-იდან მოღვაწეობდა, როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად რიგაში, სადაც დადგა [[გორკი, მაქსიმ |მ. გორკის]] პიესა "მოაგარაკენი"„მოაგარაკენი“. [[1905]] რევოლუციის დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა მ. გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა [[ხარკოვი | ხარკოვის]] (1906-1907), [[კიევი | კიევის]] (1907-1908), [[ოდესა | ოდესის]] (1908-1909) დრამატულ დასებში.
 
1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში [[სუმბათაშვილ-იუჟინი, ალექსანდრე | ა. სუმბათაშვილთან]] ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს[[ შალიკაშვილი, ვალერიან | ვ.შალიკაშვილს]], [[წუწუნავა, ალექსანდრე | ა.წუწუნავას]] და[[ მჭედლიშვილი, ვახტანგ | ვ. მჭედლიშვილს]], რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა [[ჰამსუნი, კნუტ | კ. ჰამსუნის]] "ცხოვრების„ცხოვრების ბრჭყალებში"ბრჭყალებში“ (1911), [[იბსენი, ჰენრიკ | ჰ. იბსენის]] "პერ გიუნტი" (1912); მონაწილეობა მიიღო [[დოსტოევსკი, თედორე | თ.დოსტოევსკის]] "ძმები„ძმები კარამაზოვების"კარამაზოვების“ დადგმაში (1910), და [[კრეგი, ჰენრი ედუარდ გორდონ | ჰ. კრეგის]] დადგმის "ჰამლეტის"„ჰამლეტის“ განხორციელებაში. 1913 წელს მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა "თავისუფალი თეატრი", სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისპირა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება.
 
მარჯანიშვილმა აქ დადგა: [[მუსორგსკი, მოდესტ | მ. მუსორგსკის]] ოპერა "სოროჩინცის ბაზრობა", [[ოფენბახი, ჟაკ | ჟ. ოფენბახის]] ოპერეტა "მშვენიერი ელენე", შნიცლერ-დონანის პანტომიმა "პიერეტას საბურველი" და სხვა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914-1915), "ბუფის" (1916-1917) და მინიატიურების თეატრს (1917-1918) პეტროგრადში. 1919 წელს მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა [[ვეგა კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე დე ვეგას]] დრამა "ცხვრის წყარო", ეს დადგმა შევიდა საბჭოთა თეატრის ისტორიაში, როგორც პირველი საბჭოთა სპექტაკლი. [[1920]] წელს მარჯანიშვილმს პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი, რომელშიც საინტერესო დადგმები განახორციელა. [[1922]] წელს მარჯანიშვილი [[საქართველო | საქართველოში]] დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით.

სანავიგაციო მენიუ