კომუნარის ჩიბუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომუნარის ჩიბუხი

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი
სცენარის ავტორი კოტე მარჯანიშვილი
როლებში უშანგი ჩხეიძე,
ვერიკო ანჯაფარიძე,
სერგეი ზაბოზლაევი (უმც)
ოპერატორი სერგეი ზაბოზლაევი
მხატვარი ვალერიან სიდამონ–ერისთავი
სტუდია სს „სახკინმრეწვი“
გამოსვლის თარიღი 1929
ხანგრძლივობა 67 წუთი
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ (სსრკ)

კომუნარის ჩიბუხი — 1929 წ. გადაღებული მხატვრული ფილმი (მუნჯი). რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი გადაღებულია ილია ერენბურგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. იგი ასახავს პარიზის სოციალურ და პოლიტიკურ სურათს 1870-0871 წლებში და პარიზის კომუნის დაცემას.

პრუსიელებთან ომში დამარცხების შემდეგ პარიზში შიმშილმა და კომუნარების აჯანყებამ იფეთქა. მუშებმა თავიანთი დროებითი მმართველობა გამოაცხადეს. კალატოზ ლუი რუს ცოლმა გაჭირვებას ვეღარ გაუძლო, შვილი ქმარს შეატოვა და ყასაბთან ერთად ვერსალში გაიქცა. პატარა ჟიული ქუჩაში დარჩა. ლუი ბარიკადებზე იღუპება. დამარცხებული კომუნარები დახვრიტეს, რომელთა შორის იყო ლუის პატარა ვაჟიც.

როლებს ასრულებენ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]