სენტ-ემილიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომუნა
სენტ-ემილიონი
Saint-Émilion
გერბი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
კოორდინატები 44°53′37″ ჩ. გ. 0°09′17″ ა. გ. / 44.89361° ჩ. გ. 0.15472° ა. გ. / 44.89361; 0.15472
ფართობი 27.02 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3–107
მოსახლეობა 2 345 კაცი (1999)
სიმჭიდროვე 87 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საფოსტო ინდექსი 33394/33330
ოფიციალური საიტი https://www.saint-emilion.org/[1]
სენტ-ემილიონი — საფრანგეთი
სენტ-ემილიონი

სენტ-ემილიონი (ფრანგ. Saint-Émilion) — კომუნა სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ჟირონდის დეპარტამენტში. მდებარეობს ქალაქ ბორდოდან 35 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით

სენტ-ემილიონის ისტორია პრეისტორიული ხანიდან იწყება. მოგვიანებით, რომაელებმა აქ ვენახები გააშენეს, რომლებიც ახ. წ. II საუკუნის დასაწყისში სენტ-ემილიონად იქცა. IV საუკუნეში, რომაელმა პოეტმა ავსონმა ხოტბა შეასხა ქალაქის ბარაქიან ვაზს.

ქალაქს სახელი ეწოდა ბერი ემილიანის პატივსაცემად, რომელიც მოგზაური მოძღვარი იყო და რომელიც აქ VIII საუკუნეში, კლდეში მდებარე გამოქვაბულში განდეგილად დასახლდა. მას მოჰყვნენ სხვა ბერები, რომლებმაც ამ არეალში ღვინის კომერციული წარმოება გააჩაღეს.

დღეისათვის სენტ-ემილიონი ბორდოს რეგიონის წითელი ღვინის ერთ-ერთი ძირითადი არეალია.

1999 წელს, სენტ-ემილიონის ვიწრო ქუჩების გასწვრივ მდებარე რომანული სტილის მომაჯადოებელი ეკლესიები და სხვადასხვა შენობათა ნარჩერნები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ძეგლთა შეიტანა.

სენტ-ემილიონი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 932
ინგლ.რუს.ფრ.
  1. Annuaire de service-public.fr