შინაარსზე გადასვლა

ორანჟის ტრიუმფალური თაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომაული თეატრი, მისი შემოგარენი და თაღი ორანჟში
სტატუსი კლასიფიცერებული ისტორიული ძეგლი[1] , კლასიფიცერებული ისტორიული ძეგლი[1] და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, vi
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 163
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 163
ინგლ.რუს.ფრ.

ორანჟის ტრიუმფალური თაღი (ფრანგ. Arc d'Orange) — ტრიუმფალური თაღი სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ორანჟში. მისი აგების თარიღი საკამათოა, მაგრამ ბოლო დროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ის იმპერატორ ავგუსტუსის მეფობის დროს აშენდა (ძვ. წ. 63 - ახ. წ. 14). აგებული იყო ყოფილ ვია-აგრიპას გზაზე, გალიური ომების ვეტერანებისა და ავგუსტუსის II ლეგიონის პატივსაცემად. მოგვიანებით ის გადააკეთა იმპერატორმა ტიბერიუსმა გერმანიკუსის მიერ რაინის მიწაზე გერმანულ ტომებზე ბრწყინვალე გამარჯვების აღსანიშნავად.

თაღი შეიცავს წარწერას, რომელიც ტიბერიუსს ეძღვნება და ახ. წ. 27 წლით თარიღდება. ჩრდილოეთ ფასადის ლავგარდანზე, არსებული ბრინჯაოს წარწერა ამჟამად არ იკითხება. წარუმატებლად დასრულდა მისი გაშიფვრის არაერთი მცდელობა. თაღი დეკორირებულია სხვადასხვა რელიეფით ძირითადად სამხედრო თემატიკაზე, მათ შორისაა საზღვაო ბრძოლები, რომაელთა ომები ძველ გერმანელებთან და გალებთან. რელიეფის ჩრდილოეთ მხარეს გამოსახულია ავგუსტუსის II ლეგიონის ქვეითი ჯარისკაცი, რომელსაც ფარი უჭირავს.

1981 წელს, ორანჟის რომაულ თეატრთან ერთად, ტრიუმფალური თაღი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 base Mériméeministère de la Culture, 1978.