შინაარსზე გადასვლა

პონ-დიუ-გარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პონ-დიუ-გარი (რომაული აკვედუკი)
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი კლასიფიცერებული ისტორიული ძეგლი[1] , Grand site de France, მსოფლიო მემკვიდრეობა, დარეგისტრირებული ისტორიული ძეგლი[1] და დარეგისტრირებული ისტორიული ძეგლი[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები საფრანგეთის დროშა საფრანგეთი | ქვეყნის დროშა2 | name = საფრანგეთის დროშა საფრანგეთი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
რეგიონი ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 344
Map
https://www.pontdugard.fr
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 344
ინგლ.რუს.ფრ.

პონ-დუ-გარი (ფრანგ. Pont du Gard, სიტყვ. „ხიდი გარზე“) — ყველაზე მაღალი დღემდე შემორჩენილი ძველრომაული აკვედუკი. გადაჭიმულია მდინარე გარდონზე (უწინ გარი) საფრანგეთის დეპარტამენტში გარი, რემულანთან. აკვედუკის სიგრძეა 275 მ, სიმაღლე 47 მ. შეტანილია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში (1985 წლიდან).

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პონ დუ გარი ქალაქ რომისთვის წყლის მისაწოდებლად იყო აშენებული მარკუს აგრიპუსის ბრძანებით, რომელიც იმპერატორი ავგუსტუსის სიძე იყო (დაახ. ძვ. წ. 19). უახლესი გამოკვლევებით დასტურდება, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ახ. წ. I ს-ში. აკვედუკი სამშენებლო ხსნარის გარეშე შენდებოდა და 50 კილომეტრიანი წყალსადენის ნაწილს შეადგენდა. აკვედუკი სამიარუსიანია: ქვემო იარუსზე ექვსი არკაა, შუაზე - თერთმეტი, ხოლო ზედაზე - ოცდათხუთმეტი. ნაპირთან მოახლოებასთან ერთად არკების სიგანე ვიწროვდება.

წყალსადენმა ფუნქციონირება შეწყვიტა რომის იმპერის დაცემის შემდეგ, თუმცა თვით აკვედუკი მრავალი საუკუნე გამოიყენებოდა ხიდად მარხილების გადასაყვანად. გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების მის ქვეშ გაყვანის მიზნით საბჯენების ნაწილი გამონგრეულ იქნა, რამაც მთელ კონსტრუქციას შეუქმნა საფრთხე. 1747 წელს მის შორიახლოს თანამედროვე ხიდი ააგეს, მოძრაობა პონ დუ გარზე გაუქმდა, თვით ეს არქიტექტურული ძეგლი კი ნაპოლეონ III-ის ბრძანებით რესტავრირებულ იქნა.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 base Mériméeministère de la Culture, 1978.